აშშ-მა შავი ზღვის თავზე დრონების ფრენები განაახლა. ამის შესახებ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით Reuters-ი იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, ამჯერად შავი ზღვის თავზე ფრენა RQ-4 Global Hawk-ის ტიპის დრონმა შეასრულა.
14 მარტს, შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელი სუ-27 ამერიკულ სამხედრო დრონს შეეჯახა. ამერიკული მხარის განცხადებით, დრონი რუტინულ მისიას ასრულებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, როდესაც ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი მის ჩაჭრას შეეცადა. კერძოდ, ერთ-ერთი რუსული სუ-27 ამერიკული დრონის პროპელერს დაეჯახა, რამაც შეერთებული შტატების ძალები აიძულა MQ-9 ტიპის დრონი საერთაშორისო წყლებში დაეშვათ.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა ,რომ აშშ გააგრძელებს ფრენასა და ოპერირებას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.