LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აღდგომის გაბრწყინებულ ღამეს თქვენს გულებში განათდება წმიდა ნათელი – მსოფლიო პატრიარქი

აღდგომის გაბრწყინებულ ღამეს თქვენს გულებში განათდება წმიდა ნათელი – მსოფლიო პატრიარქი

დაპოსტა 2020/04/13-ში
A A
129
ნახვა
გაზიარება

” საყვარელო ძმანო და დანო, ყველასათვის ცნობილი შემზღუდველი ზომებისდა გამო, უამრავი ჩვენი ძმა, ამ წმიდა დღეებში აღსრულებულ ყველა მსახურებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით თანამონაწილეობს. მეც მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ქრისტეში ყველა საყვარელ ძმასა და დას მივმართო ერთი გზავნილით, რომელიც დიდ და წმიდა კვირაში შესვლას ეხება.

უფალში საყვარელო ძმანო და შვილნო, კიდევ ერთმა წმიდა და დიდმა ორმეოცმა მიაღწია სასრულს. დღეს, სიხარულით ვდღესასწაულობთ ქრისტეს ახლო მეგობრის, ლაზარეს აღდგინებას, რომელიც საერთო აღდგომის წინასახეს წარმოადგენს. ხვალ ბაიაობის დღესასწაულით გავიხარებთ და ვიგალობებთ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა.“ მაშასადამე, განვასრულეთ რა წინარეებისაგან განსხვავებული, წმიდა ორმეოცი, კრძალულებითა და თავმდაბლობით შევდივართ წმიდა და დიდი კვირაში.

ახალი კორონა ვირუსის პანდემიამ შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა და საეკლესიო ცხოვრება. მორწმუნეებისათვის დაიხურა ტაძრები, საღმრთო ზიარების დაგემოვნება აკლდება მათ გრძნობით ორგანოებს, ვერ ხედავენ მათი ძმების სახეებს შეკრებისას, აკლდებიან ღვთისმოსავ (საღმრთო) მსახურებებს და საკმევლის კეთილსურნელებას. მართლაც, ეს ყველაფერი გაუცხოების შეგრძნებას იწვევს. ვრჩებით ჩვენს სახლებში, რათა მომაკვდინებელი ვირუსისაგან დავიცვათ თავები, მაგრამ ვაკლდებით მამის სახლს, რომელსაც მართლმადიდებელები, არა მხოლოდ აღიქვამენ და განიცდიან საკუთარ სახლად, არამედ მამის სახლი, ანუ ეკლესია მართლაც მათი სახლია. თუმცა, სულის ტკივილით უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება ამ შეზღუდვების გახანგრძილევის შესახებ, რომელიც დიდ და წმიდა კვირასაც ეხება, რათა ყველა იყოთ დაცულები, გამონაკლისის გარეშე. პატრიარქის ანაფორას მართებდა, რომ კვლავაც დაეფარა თქვენი სიცოცხლეები, როგორც აკეთებდა ამას მრავალგზის, კონსტანტინოპლის ტანჯული საყდრის ისტორიაში. ძმანო და შვილნო, დარწმუნებულები იყავით, რომ თუკი თქვენ გული შეგტკივათ დაკეტილი ტაძრების გამო, თქვენი პატრიარქი ძლიერ სულიერ ტკივილს განიცდის და იტანჯება. თუმცა, გარწმუნებთ, რომ სხვაგვარად ვერ მოხდებოდა. პანდემიის კრიტიკულ დღეებში, ექიმები და მეცნიერები რეკომენდაციებს გვაძლევენ და მთავრობის წარმომადგენლები საჭირო და აუცილებელ ზომებს მიმართავენ და ჩვენც წვლილი უნდა შევიტანოთ ჩვენი ძმების დაცვის საქმეში.

რა თქმა უნდა, ვლოცულობთ სიყვარულის, ჩვენი სულისა და ხორცის მკურნალი ღმერთის წინაშე, რომ განამტკიცოს დაავადებულები, შეეწიოს ამ მძიმე საქმეში ექიმებს, მკურნალებს და ყველა იმ ადამიანებს, რომლებიც თავგანწირვით იბრძვიან ამ ნამდვილად დიდი პრობლემის მოგვარებისათვის. არნახულმა კრიზისმა დაგვანახა სიყვარულისა და სოლიდარობის ძალა და ღირებულება, რომლებიც (სიყვარული და სოლიდარობა) ადამიანურ საზომზე მაღლა დგანან და საღმრთო მადლის ბეჭედი გააჩნიათ. უნდა გავიგოთ და თანხმობა განვაცხადოთ, რომ მიღებული ზომებით, არ ილახება და იზღუდება ჩვენი რწმენა და სრულებით არ კნინდება ტაძრისა და მასში აღსრულებული საიდუმლოებების ცენტრალური როლი (ადგილი). დროებით მიღებული შემზღუდველი ზომები, არ წარმოადგენენ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ გადაწყვეტილებებს. ეს ყოველივე არ მოგვემართება ჩვენ, როგორც მორწმუნეებს, არამედ როგორც „ხორცშემოსილ და სამყაროში მცხოვრებ“ ადამიანებს.

მაშასადამე, ჩვენც თანმიმდევრულად ვაგრძელებთ საგანგებო ზომების განხორციელებას. ჩვენს ტრადიციაში, აღდგომა არ გახლავთ მხოლოდ ერთი «დაპატიჟებული და წმიდა დღე“. აღდგომა ეკლესიის მთელი ცხოვრებაა. აღდგომა „ეკლესიის დიდება“ და „სასუფევლის სიმდიდრეა“. აღდგომა გახლავთ მართლმადიდებლობის სრულყოფილი რწმენა, მორალი და კულტურა. ყოველი საღმრთო ლიტურგია გახლავთ აღდგომა. აღდგომა გახლავთ ყოველი სამრეკლო და ყოველი წმიდა ტაძარი.

წმინდანები, მოწამეები და წმიდა ხატები, რომელთაც კრძალულებით ვეთაყვანებით და ასევე სიყვარულისა და კაცთმოყვარების ყოველი საქმე, აღდგომის სურნელს აფრქვევენ. მორწმუნეთა ცხოვრება ყოველდღიური აღდგომაა. ვიცით თუ რას ნიშნავს აღდგომა, რადგან ვიცით რას ნიშნავს ჯვარი. ჩვენ ვართ ჯვრისა და აღდგომის ეკლესია. ჩვენ გვაქვს ჯვრის გამოცდილება და აღდგომის გემოვნება და ამიტომაც ვღაღადებთ: «აჰა ესერა ჯვარისა მიერ მოიწია სიხარული ყოველსა სოფელსა“ (ქართულში ეს ფრაზა ამგვარად ჟღერს: „აჰა ესერა მოიწია ჯვარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა“, ი.შ.).

ამგვარად, ჩემო ძმანო და დანო, ამ დიდი კვირის განმავლობაში და აღდგომის დღესასწაულზე, თქვენი პატრიარქი და ფანარის კლერიკოსები ინტენსიურად ვილოცებთ ყოველი თქვენთაგანისათვის. მართლმადიდებლობის ამ დიდ მონასტერში, სიყვარულით მოვიხსენიებთ თქვენს სახელებს ცხოველმყოფელ ბარძიმში. თქვენ ხართ „სამართალთასა მიზეზისათვის დაკლებულნი“ (ამ სიტყვებს ვხვდებით ბასილი დიდის ლიტურგიის ერთ-ერთ ლოცვაში და საუბარი ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც საპატიო მიზეზებისდა გამო, მოაკლდნენ წმიდა ევქარისტიას, ი.შ.), რომელთა გამოც ვევედრებით ღმერთს და ვამბობთ: „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხენ სამკვიდრებელი შენი“. აღდგომას არ აიღებთ „წმიდა ცეცხლს“ ლამპრებით, თუმცა იგი თქვენს გულებში გადმოიღვრება. გახსნით თქვენს გულებს აღდგომის გაბრწყინებულ ღამეს და თქვენს გულებში განათდება წმიდა ნათელი, ქრისტეს წმიდა და დიდი ეკლესიის ჩაუქრობელი კანდლიდან. „გაათავისუფლეთ თქვენი პირადი მე, თქვენი პირადი მესაგან“, რათა აღდგომილი ქრისტეს დაუღამებელი ნათლით განათლდეთ და მაშინ გახდებით თქვენც „ნათელნი სოფლისანი“, როგორც უნდოდა ჩვენს უფალს, რომ ყოფილიყვნენ ისინი, რომლებსაც სწამთ მისი და შეუდგნენ მას.

ძმანო და შვილნო, მალე გავა დრო, პანდემია დაიძლევა და ღვთის წყალობით ჭრილობებიც შეხორცდება. ვისურვებდი, რომ მოვლენების მხარეების სიღრმისეული აღმოჩენით, „კეთილი სახეცვლილების“ განცდით, ღმერთთან ერთობის ძალის გაცნობიერებით, რომელიც არის „ცხოვრება და ნათელი“, საღვთო ძღვენის – ჯანმრთელობის, სიცოცხლის, მსხვერპლის და სიყვარულის მადლისათვის, პერსონალური უფლებებისაგან განდგომის ღირებულების პატივისცემით, ყველა ერთად გამოვსულიყავით ამ კრიზისიდან.

დიდი და წმიდა კვირა იწყება. აჰა ესერა სიძე მოვალს. აჰა აღვალთ იერუსალიმად, ხოლო „იგი“ ჩამოდის, რათა ჯვარს ეცვას. დღეს ძელსა ზედა დამოეკიდების. ვუგალობთ ქრისტე შენს მაცხოვნებელ ვნებას და შენს აღდგომას ვადიდებთ. ჯვრის უკიდურეს სიმდაბლეს მოაქვს სამეუფო დიდების გამარჯვება. გისურვებთ, რომ კეთილად გევლოთ ქრისტესთან ერთად, ჯვრისა და აღდგომის ჭეშმარიტ გზაზე. მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ! ”  –ბართლომეოსი, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი. ფანარი, 2020 წლის 11 აპრილი.

https://www.facebook.com/ecumenicalpatriarchate/videos/583832012228799/?v=583832012228799

გაზიარება69

დაკავშირებული -პოსტები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2025
0
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
მთავარი

რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეცა კიდევ ერთი ქართველი, უკრაინის მოქალაქე მიშიკო შედანია - ინფორმაციას სოციალირ ქსელში ლაშა ბერულავა ავრცელებს. ,,ის საბრძოლო დავალების შესრულების დროს, გმირულად დაიღუპა, როცა თანამებრძოლების საშიში ზონიდან...

დაწვრილებითDetails

კამჩატკაზე მომხდარმა მიწისძვრამ ნახევარკუნძულის შვიდი ვულკანი გაააქტიურა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2025
0
რუსეთში ვულკანი ამოიფრქვა
მთავარი

30 ივლისს, კამჩატკის ნახევარკუნძულზე მომხდარმა 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ნახევარკუნძულის შვიდი ვულკანი - “კლიუჩევსკოის”, “ბეზიმიანის”, “კამბალნის”, “კარიმსკის”, “მუტნოვსკის”, “კრაშენინიკოვის” და “ავაჩინსკის” გაააქტიურა. ოთხი მათგანი ძლიერ ბიძგამდე ამოიფრქვა, ხოლო სამმა სეისმური...

დაწვრილებითDetails

,,ორშაბათი არ მიყვარს” – ტრაგედია, რომელიც მოსწავლემ სკოლაში დაატრიალა

by მეგა TV
აგვისტო 4, 2025
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

1979 წლის 29 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის ქალაქ სან-დიეგოში, 16 წლის ბრენდა ენ სპენსერმა სკოლის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. ეს შემთხვევა ისტორიაში...

დაწვრილებითDetails

იემენის სანაპიროსთან 54 მიგრანტი დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 4, 2025
0
იემენის სანაპიროსთან 54 მიგრანტი დაიღუპა
მთავარი

იემენის სანაპიროსთან 54 მიგრანტი დაიღუპა, ათობით კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. როგორც Reuters წერს, ნავი იემენის სამხრეთ აბიანის პროვინციასთან ახლოს, არაბეთის ზღვაში ჩაიძირა. პროვინციის ჯანდაცვის წარმომადგენელმა, აბდულ კადირ ბაჯამილმა, განაცხადა, რომ ბორტზე მყოფი დაახლოებით...

დაწვრილებითDetails

რუსეთში ვულკანი ამოიფრქვა

by მეგა TV
აგვისტო 3, 2025
0
რუსეთში ვულკანი ამოიფრქვა
მთავარი

რუ­სეთ­ში ვულ­კა­ნი კრა­შე­ნი­ნი­კო­ვი ბოლო 500 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად ამო­იფ­რქვა.   რო­გორც BBC წერს, ექ­სპერ­ტე­ბი ვულ­კა­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას გა­სულ კვი­რას მომ­ხდარ ძლი­ერ მი­წისძვრას უკავ­ში­რე­ბენ. მა­თი­ვე ცნო­ბით, კამ­ჩატ­კა­ში მდე­ბა­რე ვულ­კა­ნის კრა­ტე­რი­დან ღა­მით ამო­სულ­მა...

დაწვრილებითDetails

კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 3, 2025
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

გერმანიის გეომეცნიერების კვლევის ცენტრის ცნობით, რუსეთის კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სააგენტო თავდაპირველად მიწისძვრის სიმძლავრე 6.35 მაგნიტუდად შეაფასა. მათივე თქმით, ბიძგები 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა. ამერიკის შეერთებული შტატების...

დაწვრილებითDetails

დაფიქსირდა საშიში ჩიკუნგუნიას ვირუსის ყველაზე მასშტაბური აფეთქება

by მეგა TV
ივლისი 25, 2025
0
დაფიქსირდა საშიში ჩიკუნგუნიას ვირუსის ყველაზე მასშტაბური აფეთქება
მთავარი

ჩინეთში საშიში ჩიკუნგუნიას ვირუსის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აფეთქება დაფიქსირდა, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის და ძლიერ ტკივილსა და სიცხეს იწვევს. ჯანმო გლობალური საფრთხის შესახებ აფრთხილებს.   „ბლუმბერგის“ ცნობით, ივლისში ჩინეთის სამხრეთით...

დაწვრილებითDetails

თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, რომ აიათოლას დაურეკონ – ლიდსი გრემი

by მეგა TV
ივლისი 16, 2025
0
თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, რომ აიათოლას დაურეკონ – ლიდსი გრემი
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ნატო-ს მეშვეობით უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღის - ევროპელების დაფინანსებით - გაგზავნის შესახებ სასიამოვნო ამბავი იყო, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.  ...

დაწვრილებითDetails

თუ შეთანხმება არ გვექნება, ძალიან ცუდი იქნება, 50 დღე ძალიან დიდი ვადაა – ტრამპი

by მეგა TV
ივლისი 16, 2025
0
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლებას გააუქმებს
მთავარი

არ ვიცი, 50 დღე ძალიან დიდი ვადა თუ არის და უფრო ადრეც შეიძლება იყოს , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.   “50 დღის მერე...

დაწვრილებითDetails

ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება

by მეგა TV
ივლისი 4, 2025
0
ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება
მთავარი

ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება "თავისუფლების, სიმამაცისა და დემოკრატიის 249 წელი! დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.გილოცავთ 4 ივლისს!" - წერს ამერიკის საელჩო საქართველოში. 1776 წლის 4 ივლისს,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"