გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის ავიახაბეზმა “არიანამ” ქაბულის აეროპორტიდან ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად ჰერათის, მაზარ-ი-შარიფის და ყანდაარის მიმართულებით ფრენები განაახლა. აეროპორტის მართვაში ადგილობრივებს ყატარიდან მივლენილი ტექნიკური ჯგუფი ეხმარება.
ქაბულის აეროპორტის ფუნქციონირებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ავღანეთისთვის როგორც მსოფლიოსთან, ისე შიდა ტერიტორიებთან კავშირის შენარჩუნების კუთხით. აეროპორტის მუშაობას მნიშვნელოვანს ხდის ისიც, რომ ავღანეთში ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის დატოვება და “თალიბანის” რეჟიმისგან გაქცევა სურთ. ავღანეთის დატოვება სურთ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც, რომლებმაც საევაკუაციო რეისებზე მოხვედრა ვერ შეძლეს.
აეროპორტის ფუნქციონირება 31 აგვისტოდან, როდესაც საერთაშორისო ძალებმა მასშტაბური საევაკუაციო პროცესი დაასრულეს, შეჩერებული იყო.