LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება – მიხეილ სარჯველაძე

“აქციების დღეებში ინტოქსიკაციის შემთხვევები ალკოჰოლითაც იყო, შეიძლება პიროტექნიკით იყო”-მიხეილ სარჯველაძე

დაპოსტა 2025/12/05-ში
A A
47
ნახვა
გაზიარება

იმ დღეს, როდესაც აქციები ტარდებოდა, ინტოქსიკაციის შემთხვევები ალკოჰოლითაც იყო, შეიძლება პიროტექნიკით იყო. არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ამ ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა და ვამტკიცებთ, რომ ადამიანებს დაუპირისპირდნენ საშუალებით, რომელიც არის ლეტალური, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა BBC-ის მიერ გავრცელებულ საგამოძიებო მასალაზე.

ჯანდაცვივის მინისტრის მტკიცებით, სულ 10-ზე მეტი არ ყოფილა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ამასთან, მიხეილ სარჯველაძე თვლის, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული აქცია კანონსაწინააღმდეგო აქცია იყო.

„კანონსაწინააღმდეგო აქციის დროს, რა თქმა უნდა, პოლიციას და საპოლიციო ძალებს უკლებლივ ყველა ნორმალურ ქვეყანაში აქვს უფლება გამოიყენოს სხვადასხვა საპოლიციო საშუალება, მათ შორის, ისეთი, რომელიც იწვევს რესპირატორული სისტემის გაღიზიანებას, ცრემლდენას და ასე შემდეგ. ნებისმიერ ნორმალურ, დემოკრატიულ, ცივილიზებულ და სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიციას აქვს ასეთი ძალების გამოყენების უფლება, მათ შორის, არის ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ა.შ. სხვათა შორის, ბოლომდე სიმართლისთვის უნდა ვთქვათ, რომ პიროტექნიკასაც აქვს მავნე თვისებები. ახლავე შეგიძლიათ ვინმემ გახსნათ ტელეფონი, ChatGPT ან ნებისმიერ წყაროში გადაამოწმოთ ინფორმაცია, მაგალითად, დახურულ სივრცეში ამ მასშტაბით ამდენი პიროტექნიკის გამოყენებას, რა შეეძლო გამოეწვია ადამიანებისთვის. ესეც ნახეთ, თქვენთვის უბრალოდ, მაინც საინტერესო იქნება. ამის შემდეგ ხდება ამ აქციის დაშლა, რომელიც კანონსაწინააღმდეგო იყო, გამოყენებულია კონვენციური საშუალებები და ახლა, მე მეუბნებიან, რომ კონკრეტული ფორმულა უნდა გამოიკვლიო მარტო იმიტომ, რომ ვინმემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა BBC-ს, BBC-მ გადაუმოწმებლად, ნებსით თუ უნებლიედ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და ამიტომ, თურმე მე უნდა დავჯდე და რაღაც კონკრეტული ინფორმაციები ვარკვიო, რომელიც აპრიორი ვიცი, რომ აბსოლუტურად მცდარი და მტკნარი ტყუილია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, მას სჯერა კვალიფიციური ექიმების და არა ჩახუნაშვილების, რომელსაც BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორად ეყრდნობა.

„ძალიან კვალიფიციურმა, მეტი რომ არ შეიძლება, ძალიან მაღალი დონის სპეციალისტებმა კონკრეტულად თქვეს, აქ მოცემულობა ისეთია, რომ ამაზე დაყრდნობით რაიმე მყარი საფუძველი, რაიმე რეალური ხელმოსაჭიდი, ისეთი დასკვნის გაკეთებისთვის, თითქოს ადამიანები პირველ მსოფლიო ომში გამოყენებული გაზით იქნა [მოწამლული] და ა.შ. ეს არ არის მართებულიო. ეს ითქვა ექიმების მხრიდან, ასეთ პირობებში, მე მჯერა, რა თქმა უნდა, არა ჩახუნაშვილების მოსაზრებებისა, რომლებსაც არასწორად ეყრდნობა BBC-ი, არამედ მჯერა, მაღალ კვალიფიციური ტოქსიკოლოგების, რომლებმაც თქვეს, რომ აქ მიზეზი დასკვნის გაკეთებისთვის, რაიმე რეალური ვარაუდის დაბადებისთვის, რომ ვინმეს რაიმე უკანონო აქვს გამოყენებული, ობიექტურად არ არსებობს.

კონკრეტული ნივთიერება, რა შეისყიდა, როგორ შეისყიდა და როგორია მისი ფორმულა და დამახასიათებელი – ამას ვამბობდი შარშან, ამას ვიტყვი წელსაც და თუ ვინმე მკითხავს, მომავალ წელსაც ვიტყვი, რომ ამის თაობაზე ზუსტი ინფორმაცია აქვს შსს-ს. დიახ, რა თქმა უნდა, მჯერა და მგონია, რომ შსს მოქმედებდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, როდესაც იყენებდა ამ საშუალებებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გაზიარება19

დაკავშირებული -პოსტები

ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

30 წლამდე ახალგაზრდა ქალი ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. ამ წუთებში მიმდინარეობს ცხედრის მდინარიდან ამოყვანის ოპერაცია. ინფორმაციას ,,თაიმერი" ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ჭიათურა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 3...

დაწვრილებითDetails

მაქვს იმედი რომ სიმართლე იზეიმებს – გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

გიგა ავალიანის საქემზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ანასტასია ბერუაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილი  “ამ საქმეში მართლაც რომ თავში კი არა შუაშიც არაა.“ მისი თქმით, ის რომ...

დაწვრილებითDetails

გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
მთავარი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში...

დაწვრილებითDetails

კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

 სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა Youtube-ზე 12 წლის წინ გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც ისმის ბიჭის ხმა - "კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები". 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს,...

დაწვრილებითDetails

აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით – აშშ-ის საელჩო

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
„ დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი…”- ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობა, - ამ განცხადებით აშშ-ს საელჩო საქართველოში 2008...

დაწვრილებითDetails

ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან
მთავარი

"ლაზარეს გადარჩენისთვის იბრძოლე... ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან. მთელი საქართველო გგლოვობთ შენ და ლაზარეს... დღეს დილას უკანასკნელად მომესალმე, თურმე. ისღა დაგვრჩა ნუგეშად, შენი თავი გვაპოვნინო..." - 6...

დაწვრილებითDetails

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა
მთავარი

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7...

დაწვრილებითDetails

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღე ხელს შეგიწყობთ მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებასა და ახალი მიზნების დასახვაში. შესაძლოა, საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას გააქრობს.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ემოციური...

დაწვრილებითDetails

7 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 7 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებსაღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"