მამა გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე საპროტესტო აქციის გაგრძელებებას ბიძინა ივანიშვილის სახლთან გეგმავს. ამის შესახებ მაინ თავის ფეისბუკ გვერდზე დაწერა.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“როგორც უკვე მოგახსენეთ, გადავწყვიტე პროტესტის განსხვავებულ ფორმებს მივმართო. ხვალ 15 ოქტომბერს 16 საათზე აქციას ვატარებ იქ, სადაც საქართველოს მრავალი ოჯახის უბედურების სათავეა: ბიძინა ივანიშვილის კოლბასთან. მამა გიორგის განადგურების იდეას რეზოლუცია სწორედ იქ დაედო. ამ აქციით უმდიდრეს ბოროტ ადამიანს შევახსენებ, რომ არ ვნებდებით და არ გვეშინია მისი. ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ ოლიგარქის მიერ დაჩაგრულ თითოეულ მოქალაქეს.” – წერს თორნიკე მამალაძე
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ჯანრთელობა მისი ძმის თქმით უცვლელია და ის ისევ პარალიზებულია.