დილიდან პარლამენტის შენობასთან საკანონდებლო ორგანოსთან “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქტივისტებმა შენობასთან მუყაოს ჯიხური მიიტანეს და აცხადებენ, რომ მათ მიერ მიტანილი ჯიხური პარლამენტის განსახიერებაა, სადაც მიმდინარეობს მანდატებით ვაჭრობა.
აქტივისტების თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა არჩევნები, და ამით მან გააუფასურა არჩევნების მნიშვნელობა, მანდატები კი საკუთარი ნებით გადაანაწილა.
“ბიძინა ივანიშვილმა ქართულ ოცნებასთან ერთად მოიპარა არჩევნები, რითაც დაუკარგა და გააუფასურა არჩევნების მნიშვნელობა, მოქალაქეებს მიაყენა შეურაწყოფა და მანდატები საკუთარი ნება სურვილით გადაანაწილა და გაუნაწილა იმ ადამიანებს ვისც თვითონ სურდა, რომ ჰყოლოდა პარლამენტში. დღევანდელ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა არის დიდი სირცხვილი და ქვეყნის ღალატი”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.