სწორედ ასეთი მდგომარეობაა ქუთაისში, იოანე პეტრიწის მეორე შესახვევში. როგორც მაცხოვრებლები მეგატივთან საუბარში აცხადებენ, აღნიშნულ ქუჩაზე მსგავსი სიტუაცია უკვე წლებიაა. მერიას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, განცხადებაც ბევრჯერ დაწერეს, თუმცა მათ მიმართვას რეაგირება არ მოჰყოლია. პეტრიწის ქუჩა მთლიანად გადათხრილია ,აქ არც გზაა ,არც სანიაღვრეები . ეს პრობლემები განსაკუთრებული სიმწვავით თავს წვიმის დროს იჩენს .
მოქალაქეები თავიანთი ხარჯებით ცდილობენ ხრეშით ის ორმოები ამოავსონ, რომლებიც როგორც ფეხით, ასევე მანქანით გადაადგილებას ზღუდავს. „21-ე საუკუნეში კიდევ გზების პრობლემაზე უნდა ვსაუბრობდეთ? ელემენტარულს ვითხოვთ, მოგვაქციეთ ყურადღეება“ – აცხადებენ პეტრიწის მაცხოვრებლები.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ პეტრიწის ქუჩაზე ჩვენ მიერ აღნიშნულ პორბლემებთან ერთად არც კანალიზაციის ქსელია . ისინიც სწორედ წყალარინების პროექტის დაწყებას ელოდებიან. მათივე თქმით პროექტი 2020 წელს დაიწყება. სწორედ აღნიშნული პროექტის განხორცილების შემდეგ პირდებიან ადგილობრივებს მერიაში ყველა პრობლემის, მათ შორის გზისა და სანიაღვრე ქსელის საკითხის გადაწყვეტას. იქამდე კი პეტრიწელებს ისღა დარჩენიათ წვიმაში მოთმინებითა და ბოტებით აღიჭურვონ.