ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მედიკოსი ანტივაქსერებს მიმართავს.
“ნუ მიგზავნით ვაქცინის შემადგენლობაზე აბსურდულ სტატიას, უმორჩილესად გთხოვთ.
უკვე ასეულობით ერთი და იგივე წერილი მოდის ლამის წუთში ერთხელ.
წარმოუდგენელია ამის გაძლება. არ ვაპირებ ამ აბსურდის წაკითხვას და მითუმეტეს მასზე კომენტარს.
ასე იკარგება იმ ადამიანების წერილები ვისაც მართლა სჭირდება დახმარება. ძალიან გთხოვთ…”, – წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.