რაფიელ მურსაკულოვი, რომელსაც ავსტრალიელი მასწავლებლის, შანაე ბრუკის მკვლელობისთვის აქვს ბრალი წაყენებული.
ბრალდებულის მამიდა ადასტურებს რაფაელ მურსაკულოვის “ქართულ ოცნებასთან” კავშირს და ამბობს, რომ პარტიის რაიონული განყოფილებისთვის აზერბაიჯანულ ადგილობრივ თემში კოორდინატორის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა მისი ბრალეულობის არ სჯერა.
“ფეხიდან ამოუღეს ნერვი და ჩაუსვეს მარცხენა ხელში. ქალს კი არა, ცარიელ ქვაბსაც ვერ აიღებდა.
არ ჰქონდა საერთოდ ძალა. შავი რეზინასავით როა, ის ეჭირა ხოლმე მუდმივად ხელში და უჭერდა“, – თქვა ბრალდებულის მამიდამ.
რაფაელ მურსაკულოვი შანაე ბრუკის მკვლელობიდან 40 დღის შემდეგ, საკუთარ სახლში დააკავეს. 31 ივლისს ავსტრალიელი ინგლისურის მასწავლებელი მთაწმინდის ფერდობზე მოკლული იპოვეს.