პოლიტიკური პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე, გოგი წულაია 500 ლარით დააჯარიმეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ამის მიზეზად პერფორმანსის ჩატარების დროს ბილწსიტყვაობა დასახელა.
პოლიტიკოსი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე დააჯარიმეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
“კიდევ ერთხელ მითხრეს, რომ პოლიტიკურ აქტიურობას თავი დაანებეთ, არ ჩაატაროთ პერფორმანსი, არ გალანძღოთ ხელისუფლება, თორემ სულს ამოგაძრობთ ჯარიმებში”, – განაცხადა გოგი წულაიამ. ის განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.
გოგი წულაიამ მერიასთან შეშა დასანთებად 13 თებერვალს მიიტანა, თუმცა, პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.
წულაიას პერფორმანსი სახელწოდებით – “მოდით და გათბით” ქალაქში ბუნებრივი აირის გამორთვას ეხმიანებოდა.
გოგი წულაია მიმდინარე წლის სამ იანვარს, ბუჩქებზე “პოლიტიკური სათამაშოების” დაკიდების გამო 1 000 ლარითაც დააჯარიმეს.