LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით – მეუფე იაკობი

” არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება, ეს ველურობაა სხვა არაფერი” – მეუფე იკაობი

დაპოსტა 2026/01/19-ში
A A
79
ნახვა
გაზიარება

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.

 

ამ დიდ დღეს ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში რომ დარბიან, თუმცა ნამდვილად არ ვიცი, რატომ დარბიან და რა უნდათ, მაგრამ ისე ყოფილიყოს, რომ ყველას ერთად ერთი დიდი ქართული საქმე გვეკეთებინოს. ნურავინ დავიბრალებთ: “ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, არაფერი იქნებოდა”. საქართველოს ისტორია არც ახლა იწყება, არც 2003 წლიდან  და არც 2012-დან დაწყებულა. გვეყო, ერთმანეთი აღარ დავჭამოთ. რაღაც შეცდომებს გვპატიობს ქრისტე, ჩვენ ის მაინც გავაკეთოთ – დავუძახოთ მაინც და დაველაპარაკოთ. მთავრობამ და ეკლესიამ ერთად დავუძახოთ. რამდენი წელია ვიძახით – შევრიგდეთ, შევრიგდეთო და ხან ვინ გამოხტება და ხან ვინ. ერთმანეთს როგორ მიმართავენ ხომ?! 

მოვითხოვიოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ, თუ ვინმე არ წავა ამაზე ყველა ვნახავთ, ვის უნდა და არ უნდა მშვიდობა. არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება, ეს ველურობაა სხვა არაფერი. საქართველოსთვის სიკეთე ვაკეთოთ და ამაში შევეჯიბროთ ერთმანეთს და არ ვიტრაბახოთ- თქვა ამბიონიდან ბოდბელმა მიტროპოლიტმა. 

“შეუცვლელი არავინ არ არის” – დასძინა ნათლისღების ქადაგების დროს, ამბიონიდან მეუფე იაკობმა. სინოდის წევრის განცხადებით, აუცილებელია ერი ქვეყნისთვის საჭიროებისთვის გაერთიანდეს, უთანხმოება კი გვერდზე გადაიდოს.

ქართველები სულ ერთმანეთთან ბრძოლაში ვართ, აბა გადახედეთ როგორ ვებრძვით ერთმანეთს. თუნდაც ახლანდელი პერიოდი ავიღოთ. 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, უნდა ვიდღესასწაულოთ და შეიძლება, ბანაკებად დაყოფილმა ქართველებმა ვიდღესასწაულოთ?! ჩვენ დავდგეთ იქ [სადღესასწაულო წირვაზე] და სხვა ჩვენი ძმები, თუნდაც ვიღაც თვლიდეს რომ არასწორად იქცევიან… რატომ არ ვინდომებთ, რატომ არ ველაპარაკებით მათ. 

როდესაც ჩვენ ლოცვებს ვკითხულობთ, მთავრობას და მხედრობას ვავედრებთ. ვევედრებით, რომ ყველა მტერზე გაიმარჯვოს და ქვეყანაში მყუდრო ცხოვრება იყოს. გვაქვს კი ერთმანეთთან მშვიდი და უშფოთველი დამოკიდებულება? 

ერთმენეთს ხელი გავუწოდოთ, ასე გაყოფილი როგორია?! სადღაც მიდიხარ და ვიღაცები პატივს გცემენ, ვიღაცები კი შეშინებულები არიან. არ შეიძლება, ქართველები ასე ვიყოთ. საერთო მტერთან ერთად ვიბრძოლოთ, საქართველო გავაძლიეროთ და ერთმანეთში მერე გავარკვიოთ საქმეები”- თქვა წმინდა სინოდის გავლენიანმა წევრმა. 

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

9 ოქტომბერს რაგბის კლუბი “აია”- “ვეფხვებს” დაუპირისპირდება

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

9 ოქტომბერს 16:00 საათზე რაგბის კლუბი “აია”- “ვეფხვებს” დაუპირისპირდება თამაში ქუთაისში გაიმართება .

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი 9 ოქტომბრისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6019 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6021 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
მთავარი

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დასაქმების მსურველთათვის

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

თბილისის მერიის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე - "ისწავლე და დასაქმდი" რეგისტრაცია იწყება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ეხმარება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოკლევადიანი...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
“სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია – მოვუწოდებთ ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ”
მთავარი

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ“. კენჭისყრისას 97-მა ევროპარლამენტარმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. დოკუმენტში ევროპარლამენტი მკაცრად...

დაწვრილებითDetails

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს: სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, არალეგალური ყველის საწარმო გამოავლინეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი მ.ფ....

დაწვრილებითDetails

სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯია“ დააჯარიმა

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დააჯარიმა. სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2025...

დაწვრილებითDetails

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ -მძიმე ავარია თბილისში

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ვარკეთილში ქალს სატვირთო მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს....

დაწვრილებითDetails

მათ, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურა, მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ – რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში  საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
იმპიჩმენტის პროცესით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მხარს არ უჭერს საქართველოს EU-ში გაწევრიანების მისწრაფებებს – ევროპარლამენტარები
მთავარი

ევროპარლამენტში  საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტი რეზოლუციის პროექტში ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილსა და კახა კალაძეს. რეზოლუციაზე კენჭისყრა დღეს გაიმართება.  ევროპარლამენტარი დანიუს ჟალიმასი აცხადებს, რომ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"