„ვინ ხართ მომხრე, სტეფანე მრუშს აეკრძალოს ჭყონდიდის წმინდა კათედრაზე წირვა მანამ, სანამ არ გაირკვევა სიმართლე… კვირას არ მიეცეს საშუალება წირვის ჩატარების, როგორც აბაშაში, ასევე – მარტვილში. ვნახოთ, ვის შეგტკივათ გული ეკლესიის სიწმინდის დაცვაზე.
ყველა მანდილოსნის შეურაცხყოფაა მის სიახლოვეს ყოფნა.
გავიღვიძოთ, სანამ ჯერ კიდევ არის დრო გადარჩენის… “- ვკითხულობთ „სალხინო – წაჩხურუს მრევლის” ფეისბუქ გვერდის მიერ, გავრცელებულ მიმართვაში.
იგივე პოზიციას აფიქსირებს ბალდის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი მამა ათენოგენე.
„სანამ მისი სიმართლე არ დადასტურდება, არ გაბედოს და წირვა არ ჩაატაროს ჭყონდიდში, არ არის ის ამის ღირსი!”,- ამბობს მამა ანთინოგენე, მიტროპოლიტ სტეფანეზე.
შეგახსენებთ, 13 სექტემბერს ინტერნეტში თითქოსდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა.
ბმული, რომელზეც ფაილებია ატვირთული, მედიასაშაულებებმა მიიღეს ჰაკიმ ფაშას სახელითა და სათაურით: „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.
ფაილებში სავარაუდოდ, 2014 წლიდან დღემდე ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაციაა წარმოდგენილი, სასულიერო პირების, მათ შორის – მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვანებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა