სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ ,,ბაბუ გარდაიცვალა”-საყოველთაო სინანული და აღშფოთება გამოიწვია.
გარდაცვლილი მამაკაცი პოლიტიკური გაერთიანება მამულის ხელმძღვანელი და თბილისის მერობის კანდიდატის თემურ ბობოხიძის მამაა.
ორგანიზაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თემურ ბობოხიძის ინტერვიუს ფრაგმენტს ავცელებს, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მამის გარდაცვალება, ინგოროყვას კლინიკაში, სამსახურებრივმა გულგრილობამ გამოიწვია.
,,მივმართავ მათ, ვინც ეს უპასუხისმგებლობა განახორციელა და მათაც, ვისაც სურს ჩემს ოჯახს ავნოს: ჩვენ არ გაპატიებთ, არ დავივივწყებთ, ჩვენ გიპოვნით და გაზღვევინებთ. მე დავიცავ ჩვენი ოჯახის ინტერესებს ნებისმიერი საჭირო კანონოერი გზით” – აცხადებს მამულის თავმჯდომარე თემურ ბობოხიძე