სახლში, რომლის მე-9 სართულიდან ქალი თავის 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად გადმოხტა, მეზობლებმა წერილი იპოვეს. რუსული მედია 36 წლის ლუდმილას წერილის შინაარსს ავრცელებს.
ის ითხოვდა, რომ მომხდარის გამო, ბრალი მისი ქმრისთვის არ წაეყენებინათ. „არ დააპატიმროთ ვიტალიკი“, – წერდა დაღუპული.
ამჟამად გარდაცვლილის მეუღლე საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. მან გონება მაშინ დაკარგა, როცა შემთხვევის ადგილზე მივიდა.
საავადმყოფოშია ერთ-ერთი ბავშვიც. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ირკვევა, მაღალი სართულიდან გადმოხტომის შემდეგ ადგილზე დაიღუპა დედა და მისი ერთი მცირეწლოვანი შვილი.
გამოცემა Mash-ი წერს, რომ ქალმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ ორსულობის შემდგომი დეპრესიის გამო ჩაიდინა. დაღუპულის ქმარმა თქვა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მისი ცოლი ხშირად ლაპარაკობდა სიკვდილზე და ლექსებსაც კი წერდა ამაზე.
შემთხვევა მოსკოვში 10 ნოემბერს მოხდა.