დეა ადამია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციებს სოციალურ ქსელში ავრცელებდა.
პაციენტი ჯერ „ამტელ ჰოსპიტალში“, შემდეგ „თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ და ბოლოს „პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მკურნალობდა.
„ჯალათებო გაემზადეთ დედაჩემის ორმოცამდე ჩემი დედა ბატონის სული გაგიყოლებთ…
ეს იქნება საყოველთაო სიმართლის ზეიმი! მე ვერ გამიბედეს ნაგვის შავ პარკში დედის ჩაგდება!
ცოცხალი ვერ დავიცავი, რადგან ბრმად ვენდე ჯალათ ექიმებს, მაგრამ მკვდარი მაინც დავიცავი მათი მხრიდან აგდებისგან და დაცინვისგან…
ჩემი დედოფალი, დედა ბატონი ჩემივე მიტანილი სუდარით წამოვაბრძანე სახლში.
თქვენც ასე მიაგეთ პატივი სატანების მხრიდან არა ერთ გზის ნაგვემ და ნაწამებ გარდაცვლილ ახლობლებს… არ გააბედინოთ მათი ნაგვის შავ პარკში ჩაყრა!
დაიცავით თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლე და უფლებები!“ – წერს დეა ადამია.