„არის მსჯელობა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე, გარდა ლატარიისა, რომელზეც არ მინდა ჯერ საუბარი, რადგან გადაწყვეტილებები არ არის მიღებული.
ახალი ველოსიპედი აქ არ არის, ეს არის ბევრი გამეორება იმისა, რომელსაც წარმატებული ქვეყნები იყენებდნენ და იყენებენ თავისი იმუნიზაციის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე და რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ გამჟღავნდება.
ვადასტურებ, რომ არის განხილვა რამდენიმე სერიოზული წამახალისებელი ღონისძიების, როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე ინდივიდუალური პირებისთვის,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.