ჭავჭავაძის გამზირზე ტექნიკის მაღაზიის გაქურდვა სცადეს. ჩამტვრეული და დაზიანებულია “აისთორის” შუშები. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა და არსებული ინფორმაციით, მასში არასრულწლოვნები მონაწილეობდნენ.
როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 19-177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.