არსებული ინფორმაციით, ხელვაჩაურში, დედამ 9 წლის შვილი სცემა. მოზარდის ცემის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
ბავშვის დედა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ქალი დაკავებული არ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
რაც შეეხება მოზარდს, იგი უსაფრთხო ადგილზე არის გადაყვანილი. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია სოციალური მოსმსახურების სააგენტო.