მწყემსი, რომელმაც თეთრიწყაროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იპოვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ცხოვრობს.
როგორც „პრაიმტაიმთან“ თანასოფლელებმა განაცხადეს, მწყემსი 14 წლის მოზარდია და მას ოჯახის საქონელი ჰყავდა საძოვარზე გაყვანილი.
14 წლის მოზარდი და მისი ოჯახის წევრები ამჟამად საცხოვრებელ სახლში არ იმყოფებიან და კონტაქტზე არ გამოდიან.
„ეს ბავშვი 14 წლის იქნება. ჩვენი თანასოფლელები არიან. ოჯახს საქონელი ჰყავს და მამა-შვილი მორიგეობით მწყემსავდნენ. მეორე დღეა, რაც ოჯახი სახლში არ იმყოფება.
არავინ იცის სად არიან, ერთადერთი ის გავიგეთ რომ ბავშვი არასრულწლოვანია და მშობლებმა მედიას მოარიდეს, რადგან ისედაც განცდებშია ბავშვიო“, – განაცხადეს წინწყაროში.
ადგილობრივების თქმით, ბიჭის ოჯახს ეშენია, რამე არ დაუშავონ.
„ბოლო დროს ბევრი ახალგაზრდა დავკარგეთ, ყველას გარდაცვალება არის ბუნდოვანი. ამ მწყემსი ბიჭის ოჯახის მესმის, ეშინიათ ბავშვს რამე არ დაუშავონ.
ყველა დედა უნდა ავდგეთ და აქციები მოვაწყოთ, ვის ჰყავს სასიკვდილო შვილები. სამართალს უნდა მივაღწიოთ. მთელი სოფელი შეძრულია ამ გოგონას ამბავზე“, – ამბობს სულიკო კვანჭიანი.
primetime.ge