LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არავინ იცის, ვის რა ფორმით და რა დროს შეხვდება – რას წერს კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი საავადმყოფოდან

არავინ იცის, ვის რა ფორმით და რა დროს შეხვდება – რას წერს კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი საავადმყოფოდან

დაპოსტა 2020/10/05-ში
A A
590
ნახვა
გაზიარება
“არავინ იცის, ვის რა ფორმით და რა დროს შეხვდება. შეიძლება, იმ დროს გახდეთ ავათ, რომ საავადმყოფოში თავისუფალი ადგილი არ იყოს” – ამის შესახებ იმედის ჟურნალისტი ზურა ბალანჩივაძე საავადმყოფოდან წერს. მას კოვიდ19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.
“ღამე ცუდად მეძინა. არ ყოფილა კათეტერიანი ხელის კონტროლი მარტივი, თან ვიოფლიანე კიდევ ერთხელ. იმდენ წყალი ვსვი ეს დღეები, რომ არ მიკვირს. დღეს მაქვს 37.1 ტემპერატურა და ნახველი, თუმცა ხველა არა. მუცლის ღრუს ექოსკოპიამაც ყველაფერი ნორმის ფარგლებში აჩვენა. მთავარია, პნევმონია არ განვითარდეს და დანარჩენ შემთხვევაში, გადარჩენილი ხარო, მითხრეს. ამის გაგებას კი კიდევ რამდენიმე დღე უნდა.
ახლა გასწავლით, ოჯახის პირობებში როგორ უნდა შეამოწმოთ ბრონქები და ფილტვები: ღრმად ჩაისუნთქეთ ჰაერი, გაბერეთ სამკერდე ფიგურა და შეიკავეთ. მერე ერთბაშად ამოისუნთქეთ. თუკი რომელიმე ნაწილში ხველა აგიტყდათ ან ჰაერი ვერ გაიჩერეთ, მაშინ შეიძლება, სასუნთქი გზები იყოს საყურადღებო.
წყალი, ხალხნო! ყველან და ყოველთვის სვით ბევრი წყალი. იმდენი, რომ სულ ტუალეტში დარბოდეთ. უხდება კანს, თმის ძირებს, წნევას, ნივთიერებათა ცვლას, წმენდს ორგანიზმს. წყალი გვჭირდება არა მხოლოდ მაშინ, როცა გვწყურია. წყურვილი ერთგვარი განგაშის სიგნალია.
გასული წლის დეკემბერში რომ რომელიღაც გრიპმა მათრია და სამ დღეს ფეხზე რომ ვერ ვდგებოდი, წყლის სმის გარდა, არაფერი გამიკეთებია. როცა შევძელი და ავდექი, მერე წავედი და გავესინჯე ფილტვებზე და მხოლოდ ბრონქიტის ნიშნები მქონდა. თავისთავად ცხადია, წყალი არ არის წამალი და არიქა, მხოლოდ გრიპის დროს მიღება-არმიღებით არ წყდება საქმე. უბრალოდ, ორგანიზმი მიჩვეული უნდა იყოს წყალს, რომ თუ რაიმე ცუდი შეყვა, მალ-მალე გამოდენოს.
დაბოლოს, ბევრისგან გამიგია, რომ კორონას მაინც ყველანი მოვიხდით და შფოთვას აზრი არა აქვს. მოდით, ასე გეტყვით: კი ბატონო, დიდი ალბათობით, ყველას თუ არა, ძალიან ბევრს შეხვდება. გარდა იმისა, რომ მოწყვლადი ჯგუფის ხალხს სიკვდილით ემუქრება, ეგ ყველაფერი არ არის: არავინ იცის, ვის რა ფორმით და რა დროს შეხვდება. ჯერ ერთი, რომ თუკი ერთმა უსიმპტომოდ, ხოლო მეორემ მსუბუქად მოიხადა, არ ნიშნავს, რომ მესამესთანაც ასე იოლად იქნება საქმე. და მეორეც: შეიძლება, იმ დროს გახდეთ ავათ, რომ საავადმყოფოში თავისუფალი ადგილი არ იყოს და მედპერსონალის ყურადღებით ვერ ისარგებლოთ. დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ, სად, როდის და ვისთან ერთად გიღირთ დროის ტარება.
ჯანმრთელობა ყველას. ❤” – წერს ზურაბ ბალანჩივაძე ფეისბუკზე.
გაზიარება236

დაკავშირებული -პოსტები

რა მოიმოქმედა Puff Daddy-მ განაჩენის გამოცხადების შემდეგ

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
Puff Diddy-ის საქმეს 25 არასრულწლოვანის სარჩელი შეემატა
მთავარი

შონ “დიდი” ქომბსი დამნაშავედ ცნეს ქალების პროსტიტუციისათვის ტრანსპორტირების ორგანიზებაში, თუმცა ბოლო წლების ყველაზე გახმაურებულ საქმეში რეპერმა სამი ყველაზე მძიმე ბრალდების - სექს-ტრეფიკინგის ორი შემთხვევისა და რეკეტის - თავიდან აცილება მოახერხა....

დაწვრილებითDetails

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
მთავარი

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. „ამ წუთებში საგამოცდო ცენტრებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია მიმდინარეობს. დარეგისტრირებულ აბიტურიენტებთან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-მდე გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა. ხვალ...

დაწვრილებითDetails

იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო ხუთი ადამიანია დაღუპული

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო ხუთი ადამიანია დაღუპული
მთავარი

იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო, ბოლო მონაცემებით, ხუთი ადამიანია დაღუპული, მათგან ორი 75 და 60 წლის იყო. გენუაში, 85 წლის მამაკაცი გულის უკმარისობით საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გარდაიცვალა , სადაც ის...

დაწვრილებითDetails

რამდენ ხანს ინახება ხორცი მაცივარში – რჩევები

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა -საქსტატი
მთავარი

ექსპერტების თქმით, ხანგრძლივი შენახვის შემდეგ ხორცი კარგავს როგორც სასარგებლო, ისე გემოვნურ თვისებებს. საყინულე ნამდვილად გვეხმარება პროდუქტების უფრო ხანგრძლივად შენახვაში, ვიდრე მაცივარი. თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი ფაქტი: ყველა პროდუქტს აქვს საკუთარი...

დაწვრილებითDetails

საგამოცდო პროცესში 36 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
საგამოცდო პროცესში 36 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს
მთავარი

ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში აბიტურიენტი მსჯავრდებულები ჩაერთნენ. წელს საგამოცდო პროცესში 36 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია ყველა საჭირო პირობა უმაღლესი განათლების მისაღებად....

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, ჯულია თოდუა გარდაიცვალა. 52 წლის ქალი უეცრად ცუდად გახდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში გადაჰყავდა, თუმცა, გზაში გარდაიცვალა. ჯულია თოდუა საბერძნეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ჯერჯერობით,...

დაწვრილებითDetails

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა
მთავარი

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი მაღაროელი ავრცელებს. მათივე ცნობით, ტარიელ მიქაცაძე სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარს აცხადებს. „დღეს არის უწყვეტი საპროტესტო აქციის 126-ე...

დაწვრილებითDetails

გმირთა მოედანზე ავტომობილი ამობრუნდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
გმირთა მოედანზე ავტომობილი ამობრუნდა
მთავარი

თბილისში, გმირთა მოედნის გამზირზე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. როგორც ცნობილია შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებული. ვიდეოს "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

მთიდან ჩამოცვენილი ქვები ორ მანქანას დაეცა (+ვიდეო)

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
მთიდან ჩამოცვენილი ქვები ორ მანქანას დაეცა (+ვიდეო)
მთავარი

სანაპიროდან ასასვლელი King David თან, მთიდან ქვები ცვივა - ვიდეოს "ჩემი ქალაქი მკლავს"ავრცელებს. "ორ მანქანას დაეცა უკვე, დროულად მიაქციეთ ყურადღება" - წერიაგავრცელებულ ინფორმაციაში.

დაწვრილებითDetails

თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა
მთავარი

თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა. მიზეზი უამინდობაა, რის გამოც ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით ხევის მონაკვეთზე მეწყერია ჩამოსული. ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული, თუმცა გზის გაწმენდას ამ ეტაპზე ძლიერი წვიმა აფერხეს. ადგილობრივ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"