ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ქუთაისის “ტორპედომ” ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლა.
შეხდვედრის პირველივე წუთები მაღალ ტემპში დაიწყო .მასპინძელთა მხრიდან მონტეიროს ჰქონდა შანსი სტუმართა კარი დაელაშქრა,თუმცა ლაკვეხელიანმა კარის ხაზიდან ბურთის გამოტანა მოახერხა. 21-ე წუთძე ჟორდანიამ ჯარიმა შეასრულა თუმცა კლიაიჩი ბურთს დაეუფლა.
და აი ისიც,შეხვედრის გამორჩეული და ლამაზი ეპიზოდი-არაბიძემ ჩვეულ სტილში გაისროლა და “ტორპედო” დაწინაურდა.
მალევე სტუმრების მხრიდან საბა ფირანაშვილმა არანაკლებ ლამაზი გოლი გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა. შეხვედრის მიწურულს მატჩის მთავარმა არბიტრმა ცოტნე ნადარაია მოედნიდან გააძევა და მასპინძლები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროში სტუმრებმა და უფრო კონკრეტულად კლიმოვმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ფოთის “კოლხეთი” დააწინაურა 1-2.
შეხვედრის მეორე ნახევარი “ტორპედომ” აქტიურად დაიწყო, მიუხედავად იმისა რომ მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ ამას ხელი არ შეუშლია შერგელაშვილი-არაბიძისთვის ულამაზესი გოლები გაეტანათ.
გასაოცარი შეხვედრა “ტორპედოს” გამარჯვებით 3-2 დასრულდა.