ჰოლივუდის მსახიობი, ანჯელინა ჯოლი, რომელიც იუნისეფის კეთილი ნების ელჩია, უკრაინაში ჩავიდა. ლვოვის ერთ-ერთ კაფეში გადაღებული ვიდეო უკრაინის უმაღლესმა რადამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ანჯელინა ჯოლი ლვოვის კაფეში. კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მთელი მსოფლიო ჩვენს გვერდით არის, მათ შორის ცნობილი ვარსკვლავები!“ – აცხადებენ რადაში.