,,სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად 2014 წელს საქართველოში 60 ათასი ბავშვი დაიბადა, ხოლო 2020 წელს 46 ათასი. ანუ 6 წელში შობადობა შემცირდა 14 ათასით. ბევრი მიზეზი აქვს ამას ცხადია, ერთერთი არის დამსაქმებლების დამოკიდებულება, განსაკუთრებით კერძო სექტორში, როდესაც მათი მხრიდან არ ხდება დასაქმებულის ინტერესების გათვალისწინება, მცირეწლოვანი შვილების მშობლების საჭიროებებზე გათვალისწინებული სამუშაო გრაფიკის შემუშავება, არ ხდება დეკრეტული შვებულებების ანაზღაურება და ა.შ.
ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ძალიან ავტორიტეტულია საქართველოში, გასაუბრებაზე მისულ ქალ კონკურსანტს ეკითხება, ხომ არ გეგმავს ფეხმძიმობას.
შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში უხდის უფრო ნაკლებ ხელფასს ვიდრე იმავე პოზიციაზე მომუშავე კაც თანამშრომელს. სამწუხაროდ უამრავი ასეთი ფაქტის ჩამოთვლა შეიძლება.
6 წელიწადში 14 ათასით შობადობის შემცირება ძალიან საგანგაშოა, თან იმ ფონზე, რომ 2020 წელს 46 ათასი დაბადების პარალელურად გვაქვს 60 ათასი გარდაცვალება.
ჩემი აზრით სახელმწიფოს მიერ უნდა მოხდეს აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით სწორი პოლიტიკის შემუშავება, რათა იმ მდგომარეობას მაინც მივაღწიოთ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა არ აღემატებოდეს ახალშობილთა რაოდენობას.”-წერს იურისტი, იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი იმერეთში გელა სიორდია.