თურქეთში, ანტალიის პროვინციაში მასშტაბური ტყის ხანძარი, ძლიერი ქარის გამო, სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თვითმხილველთა თქმით, ადგილებზე კვამლის სვეტები ჩანს, ცა კი ნარინჯისფერია.
TGRT Haber-ის ცნობით, ხანძრის მიზეზი ნაგავსაყრელზე გაჩენილი ცეცხლი გახდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახლომდებარე სამი რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.
რეგიონში სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი გაემგზავრა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციაც მონაწილეობს.