სასტიკი მკვლელობა დაბა სურამში – ადგილობრივების თქმით, 40 წლის კაცმა, მძინარე ცოლი, თეა რუსია, საწოლში ჩაცხრილა.
ქალს სანადირო თოფით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. დანაშაულის მოტივი უცნობია.
თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცი ხშირად სვამდა და ე.წ “თეთრი ცხელების” ნიშნები ჰქონდა.
“ანგელოზივით ცოლი მოკლა. ალბათ ისევ მთვრალი იყო”- აცხადებს მოკლულის ახლობელი.
ქალს 3 შვილი დარჩა.