ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განმარტებით, როდესაც ქვეყანაში ომიკრონის შტამი ცირკულირებს, საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა ამ პრინციპმა.
„მე ვფიქრობ, გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ. ამ მეთოდმა ისედაც დიდად არ გაამართლა ინფექციის კონტროლის კუთხით, მაგრამ ახლა საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა იმ პირობებში, რომ ომიკრონით ინფიცირებულებს ტემპერატურა ხშირად საერთოდ არა აქვთ. დაწესებულებებს კი ერთი დამატებითი და ფაქტობრივად უსარგებლო კადრის საჭიროება მოეხსნებათ,“- წერს მაია ბუწაშვილი.