LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ამ კრიზისის დასრულება ეკონომიკაში, მედიცინაზეა დამოკიდებული – ლადო პაპავა

ამ კრიზისის დასრულება ეკონომიკაში, მედიცინაზეა დამოკიდებული – ლადო პაპავა

დაპოსტა 2020/11/27-ში
A A
952
ნახვა
გაზიარება

მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას, რადგან მოლოდინია, რომ ამ გადაწყვეტილებით შემცირდება ინფიცირების მზარდი დინამიკა. სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფესორმა ლადო პაპავამ მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების ეკონომიკაზე გავლენის კომენტირებისას განუცხადა.

ლადო პაპავას შეფასებით, კარგი იქნებოდა, რომ გარკვეული შეზღუდვები ადრე დაწესებულიყო, თუმცა თუ პოლიტიკურ პროცესს გავითვალისწინებთ, მთავრობა სწორად მოიქცა.

„ის პროცესი, რაც დღეს მიდის პანდემიის მეორე ტალღასთან დაკავშირებით, გლობალური პრობლემაა და ბუნებრივია, თავიდან ვერ აიცილა საქართველომ. რომ არ ყოფილიყო არჩევნების პერიოდი, ალბათ, მთავრობა უფრო აქტიურად იმოქმედებდა ადრე, მაგრამ საჭირო იყო ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არ გაყინულიყო. მესმის, რომ არჩევნების დროს შეზღუდვების შემოღება იქნებოდა თვითონ არჩევნების შეზღუდვაც, აქედან გამომდინარე მთავრობა სწორად მოიქცა, თუმცა არჩევნები გვერდზე რომ გადავდოთ, რა თქმა უნდა სჯობდა, როდესაც იფეთქა ეპიდსიტუაციამ აჭარაში, მკაცრი ზომების შემოღება დაწყებულიყო“, – აღნიშნა ლადო პაპავამ.

მისივე თქმით, იმ ფონზე, რომ გაუარესებული ეპიდვითარების გამო ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვის ზრდა დამატებითი საბიუჯეტო თანხების ხარჯვის საჭიროებას იწვევს, მთავრობის მიერ მიღებული რეგულაციები გამართლებულია.

„რაც შეეხება ეკონომიკურ მდგენელს, ჩვენ გვავიწყდება, რომ ჯანდაცვაც ეკონომიკის ერთ-ერთი დარგია და საკმაოდ მნიშვნელოვანიც და მას დაფინანსება სჭირდება. დაფინანსების ძირითადი წყარო პანდემიის დროს ბიუჯეტია, ხოლო ბიუჯეტს ის პრობლემა აქვს, რომ კრიზისის გამო შემოსავლებს კარგავს. ამიტომ, თუ ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვას ძალიან გავზრდით, ამ პრობლემის მოგვარებას ბიუჯეტიდან თანხები უბრალოდ არ ეყოფა, რომ აღარაფერი ვთქვათ, საწოლფონდსა და კვალიფიციურ მედპერსონალზე. ამიტომ, ყოველთვისაა საჭირო ბალანსი. მივესალმები, მთავრობის გადაწყვეტილებას, რადგან მოლოდინია, რომ ამ გადაწყვეტილებით შემცირდება ინფიცირების მზარდი დინამიკა. ის გადაწყვეტილება, რაც მთავრობამ მიიღო ჯდება იმ ლოგიკაში, რაც დღეს მსოფლიოში ტრენდულია, ხოლო ის, რომ საახალწლო პერიოდში შერბილება იქნება, ვფიქრობ, დეკემბრის 20 რიცხვის შემდეგ შესაძლოა, მთავრობა ამ საკითხს დაუბრუნდეს და შერბილების გადახედვაზე იფიქროს, თუკი სიტუაცია ვერ დარეგულირდება, თუმცა როგორც მთავრობის წევრები მედიკოსებზე დაყრდნობით ამბობენ, დარეგულირება საკმაოდ მაღალი ალბათობაა.

ეს კრიზისი ატიპური ეკონომიკური კრიზისია, ანუ კლასიკურ ეკონომიკურ სქემებში არ ჯდება, უფრო მეტიც, ამ კრიზისის დასრულება ეკონომიკაში, მედიცინაზეა დამოკიდებული, ეკონომისტები ამ კრიზისის დასრულებისთვის რეკომენდაციებს ვერ შეიმუშავებენ, რადგან სანამ პანდემიაა, ეკონომიკურ მექანიზმებს მხოლოდ შეუძლია მოსახლეობას არსებობა შეუმსუბუქოს და ბიზნესისთვის შეარბილოს შექმნილი ვითარება. სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება“, – აღნიშნა ლადო პაპავამ.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე (დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“, „დრაივი“) ასევე, თბილისში თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში და ზუგდიდში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა.

გაზიარება381

დაკავშირებული -პოსტები

ხანძრის დროს, სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა… – ახმეტაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
ოკრიბასთან, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
მთავარი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. თვითმხილველების ინფორმაციით, აალება სახურავიდან დაიწყო და მეორე სართულზე გავრცელდა. ხანძრის დროს, სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც შედუღების სამუშაოებს ასრულებდა. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ...

დაწვრილებითDetails

დღეს რაგბი ევროპის ფინალში „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიას დაუპირისპირდებიან

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. რაგბი ევროპის ფინალური მატჩი მადრიდში, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაიცემა. ბორჯღალოსნების 23-კაციანი შემადგენლობა რაგბი ევროპის ფინალში,...

დაწვრილებითDetails

იტალია მოქალაქეობის მიღების წესებს ცვლის

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
იტალია მოქალაქეობის მიღების წესებს ცვლის
მთავარი

იტალიამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეზღუდოს მოქალაქეობის მიღების უფლება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტალიური წარმოშობის არიან, მაგრამ საზღვარგარეთ დაიბადნენ. CNN-ის ინფორმაციით, იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს მთავრობის პოზიციას 2025 წლის სადავო კანონთან დაკავშირებით,...

დაწვრილებითDetails

შიდა ქართლის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
სახელგამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით…-აფეთქება ახალქალაქში
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძვირად ღირებული სამშენებლო დანადგარის ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს – ლოცვა

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს – ლოცვა
მთავარი

დიდმარხვის მესამე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. ჯვრის თაყვანისცემის დღე მორწმუნეებს უფლის ვნებებს ახსენებს და რწმენაში აძლიერებს. ტრადიციისამებრ, პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის თაყვანისცემის დღეს ყვავილებით შემკულ ჯვარს ტაძრებში შუა...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი...

დაწვრილებითDetails

86 წლის დედის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შვილი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.კ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

წვიმა იქნება ეს დღეები. ჩამოიტანს, ალბათ, ყველაფერს – მარიამ ბეროძე კურსებზე

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

სოფელ კურსებში მიმდინარე პროცესებსა და ადგილობრივების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს მარიამ ბეროძე სოციალირ ქსელში. ,,მიმდინარე პროცესი არის შემდეგი: 1. სასტუმროებში გადანაწილებული ხალხი უნდა გადავიდეს ქირით. სახლებს თვითონაც ეძებენ და ჩვენც...

დაწვრილებითDetails

მთელი მთა, დააწვა ქოლობანს, რომელიც დღეს სამწუხაროდ საშინელ მდგომარეობაშია – სულხან გოგოლაშვილი კურსებში განვითარებულ მეწყერზე წერს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
მთელი მთა, დააწვა ქოლობანს, რომელიც დღეს სამწუხაროდ საშინელ მდგომარეობაშია – სულხან გოგოლაშვილი კურსებში განვითარებულ მეწყერზე წერს
მთავარი

,,სტიქია (მეწყერი) რომელიც ჩვენთან სოფელ კურსებში განვითარდა, რათქმაუნდა ყველასათვის მოულოდნელი და თავზარდამცემი იყო. არასოდეს ჩვენთან, ისტორიულად, არც წინაპრებს, არც მამებს და დედებს ამდაგვარი რამ არ გადმოუციათ. მე რაღაც 5-წელია რაც...

დაწვრილებითDetails

15 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
როდის გამოიდარებს საქართველოში
ამინდი

15 მარტს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +16 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი.   წვიმას არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმში უნალექო დღე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"