LIVE TV
ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ამ დღეებში უკვე ოფიციალურად გამოვეთიშები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდს – ჩიორა თაქთაქიშვილი

დაპოსტა 2020/02/08-ში
259
ნახვა
გაზიარება

”ამ დღეებში უკვე ოფიციალურად გამოვეთიშები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდს და დავასრულებ პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას“, – წერს თაქთაქიშვილი.

თაქთაქიშვილის წერს, რომ ანგარიშს აბარებს საკუთარ ამომრჩეველს.

“ამ დღეებში უკვე ოფიციალურად გამოვეთიშები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდს და დავასრულებ პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას.
წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დიდი ძალისხმევის და მსხვერპლის ფასად უპირისპირდება ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს, განსაკუთრებით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გულშემატკივრებს და დამოუკიდებელ სამოქალაქო აქტივისტებს.
დღეს საერთოდ არ არის აქტუალური ჩემი განცხადება, რადგან რეალურად არც არაფერი იცვლება. ჩვენი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა დიდი ხანია, იცის ჩემი პასიურობის მიზეზები. დიდი ბოდიში ყველას, ვინც პირადად არ მინახავს ბოლო ხანებში და ვისაც გაგიკვირდებათ, ან გეწყინებათ ამ ამბის გაგება.
მაგრამ ვალდებული ვარ, თქვენ, ვინც ნდობა გამომიცხადეთ და საშუალება მომეცით თქვენი წარმომადგენელი ვყოფილიყავი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში და პარლამენტში, ანგარიში ჩაგაბაროთ.
ძალიან მიყვარხართ და ვამაყობ თქვენთან ერთად გატარებული წლებით, საერთო ბრძოლით, საქმით, დისკუსიებით, კამათით, თუნდაც ზოგჯერ, მცირე ან მნიშვნელოვან დეტალებში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს. მჯერა, რომ გესმით და გრძნობთ, ეს უბრალო სიტყვები არაა!
ვფიქრობ, ორი საპარლამენტო მანდატი საკმარისზე მეტია ერთი ადამიანისთვის, რომ დასკვნები გამოიტანოს და ერთსა და იგივე წრეზე არ იტრიალოს. ეს ანგარიში არ არის პასუხი კითხვაზე, რატომ წავედი ნაციონალური მოძრაობიდან. ეს უფრო იმის მცდელობაა, რომ გითხრათ, რატომ ვერ შევძელი თქვენი იმედების გამართლება.
რითი ვამაყობ?
ძალიან მიხარია, რომ ამ ხნის განმავლობაში პატარა წვლილი შევიტანე იმაში, რომ თავი არ დავუხარეთ რუსეთს 2008 წლის ომის შემდეგ, არაერთ საერთაშორისო ფორუმზე, ჩემს კოლეგებთან ერთად, წარმატებით გავუმკლავდით რუსეთის უპრეცედენტო მობილიზაციას. ძალიან ვამაყობ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირველ წლებში, როგორც რიგითმა საჯარო მოსამსახურემ, ჩემი თვალით ვნახე, რა არის სახელმწიფოს შენება, როგორ შეუძლიათ გულანთებულ, განათლებულ, პატიოსან ადამიანებს ერთად მუშაობა 24/7-ზე რეჟიმით იმისთვის, რომ საქართველოს სახელი მსოფლიოს გააცნონ არა, როგორც ყველაზე კორუმპირებული ან კრიმინალური ქვეყანა, არამედ, როგორც N1 რეფორმატორი. იმითაც ძალიან ვამაყობ, რომ ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის და ბედუკაძის კადრებით გამოწვეული ისტერიის ფონზე, უამრავი შეურაცხყოფის, ძალადობის და ორკესტრირებული სიძულვილის კამპანიის მიუხედავად, თქვენთან ერთად, ხმას ვიმაღლებდი, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დადგმული ტყუილი და სიმართლე ერთმანეთისგან გაგვერჩია. გვეყო გამბედაობა, რომ იმხანად პოპულარული მწვანილის რუსეთში გატანის და რუსეთთან ურთიერთობების დათბობის პოლიტიკის საპირწონედ, ღიად გვემხილებინა ბიძინა ივანიშვილის პრო-რუსული და კრიმინალური მმართველობა საქართველოშიც და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთანაც.

რა მაწუხებს?

პირველ რიგში მაწუხებს ის, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრებს შორის არც ისე ბევრი თანამოაზრე დამრჩა.
რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებში არაფერი შეცვლილა. ახლაც მგონია, რომ ვარდების რევოლუციის და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი მონაპოვარი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. რამდენსაც არ უნდა ეცადონ ივანიშვილის ძველი თუ „ბოლო ჟამის“ მიმდევრები, ამ რეალობას მაინც ვერაფერს დააკლებენ.
საშინლად მტკივნეულია, როდესაც ჩემივე პარტიაში ნორმად იქცა ხშირი კომპრომისი იდეალებისა და ღირებულებების ხარჯზე, რაც აისახება საკადრო პოლიტიკაშიც. ვითრგუნები, როცა პარტიის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა აკეთებს ქსენოფობიურ განცხადებებს და პარტიის არცერთი ლიდერი არ აფიქსირებს განსხვავებულ პოზიციას. მიუღებელია, როდესაც მოკლული, ნაცემი ან შეურაცხყოფილი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების დაცვის აუცილებლობაზე საუბრის მაგივრად, ჩემი კოლეგები ამჯობინებენ საპატრიარქოს უმტკიცონ ერთგულება, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, სწორედ საპატრიარქო ავრცელებდა რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას.
მაწუხებს ისიც, რომ ბოლო 30 წელია, ერთი და იგივე ადამიანებს ვხედავ ქართულ პოლიტიკაში, რომლებიც ჩვენ, ყველას თავს გვახვევენ თამაშის თავიანთ წესებს. წესებს, რომლის მიხედვითაც დასაშვებია, დღეს ერთი პოზიცია გქონდეს, ხვალ სხვა, დღეს ერთ პარტიაში იყო, ხვალ სხვაში, დღეს ერთი ძლიერი მოთამაშისგან ნახო სარგებელი, ხვალ სხვისგან, ოღონდ საპარლამენტო სავარძელი ან სხვა პრივილეგია არ დათმო.
ჩემი დაკვირვებით, ეს თავისთავადი მოცემულობა არაა. დღეს ეს არის არსებული მთავარი პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაკვეთა – შეინარჩუნონ სტატუს კვო, რომ პარტიულ საქმიანობაში გაცილებით უფრო ნაკლებ ახალ და პერსპექტიულ ადამიანს მოუნდეს მისვლა, რადგან მათში კონკურენტებს ხედავენ.
მე კი მგონია, რომ გაცილებით უკეთესია, თუკი, პირობითად, ჩემს მაგივრად, უფრო მეტ ახალ, განათლებულ, კეთილსინდისიერ ადამიანს შეეძლება ახალი, უფრო თანამედროვე და განსხვავებული ხედვა შემოიტანონ, ახალი სტანდარტები დაამკვიდრონ ქართულ პოლიტიკაში და ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც. ჩემი მხრივ, ძალიან დიდი ძალისხმევა დავხარჯე თქვენთან ერთად, იმაზე, რომ პარტია უფრო გამჭვირვალე და შიდა სამართლიან კონკურენციაზე გამხდარიყო ორიენტირებული, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.

სად არის გამოსავალი?

2020 წელს მთავარია ივანიშვილის კორუმპირებული და ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის ჩამოშორება ხელისუფლებიდან. თუ ეს 2020 წელს არ მოხდება, თითოეულ ჩვენთაგანს უმძიმესი ფასის გადახდა მოუწევს ამ მარცხისთვის. ამის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია სამოქალაქო დებატის გახსნა: რატომ ვართ არსებული პოლიტიკური სპექტრის მძევლები? რა არის იმის გარანტია, რომ ივანიშვილი ან ვინმე სხვა ხვალაც არ მოისყიდის ჩვენს რჩეულ პარტიებს და მათ ლიდერებს? რა არის იმის გარანტია, რომ სხვაც ივანიშვილივით აბუჩად არ აიგდებს თავის ამომრჩეველს, მე როდის დაგპირდით საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნასო? რა არის იმის გარანტია, რომ თქვენს მიერ არჩეული პარტიები და ცალკეული ლიდერები ისევ ისე არ მოიპარავენ თქვენი ბრძოლით მოპოვებულ საპარლამენტო მანდატებს, როგორც ეს ევროპული საქართველოს ლიდერებმა გაუკეთეს ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებს 2016 წელს?
სანამ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ შიდა დემოკრატიაზე, მერიტოკრატიაზე და, რაც მთავარია, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშვალდებულებაზე, მათი კრიტიკის მოსმენაზე, როგორ შეიძლება არსებული პოლიტიკური სივრცე გაჯანსაღდეს? ამ ნიადაგზე წარმოიშვა უთანხმოება 3 წლის წინ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის, რაც თავისთავად დიდი გარდატეხის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. სამწუხაროდ, მას შემდეგაც არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ არცერთი პარტიის მართვაში. ყრილობები, დაპირებები, ფორმალური არჩევნები, სიები წინასწარ ცნობილი შედეგებით.

ბევრს მიაჩნია, რომ ამაზე საუბარი ადრეა, რომ ამის დრო არ არის, როცა ივანიშვილის რეჟიმია დასამარცხებელი, აქ აქციაა დასაორგანიზებელი, იქ – კოორდინატორები შესარჩევი. მე კი მგონია, რომ ივანიშვილის ბოროტ, რუსული, კრიმინალური წესებით მართულ რეჟიმთან ბრძოლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იმაზეც გადის, რომ ივანიშვილის უვიცი და კლეპტოკრატი გუნდის ალტერნატივად ახალი, ღია, დემოკრატიული ტიპის პარტიები არსებობდნენ, რომლებიც საზოგადოების რომელიღაც ნაწილის ინტერესის გამტარებლები არიან.
დემოკრატიული და ღია პარტიები არის ევროპული კურსის გრძელვადიანი შენარჩუნების ყველაზე სანდო გარანტია, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი ჩვენი მოსახლეობის 80%-ის მიერ მხარდაჭერილი ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის წარმატებით გატარება საკანონმდებლო ორგანოში. არადემოკრატიული ან ფორმალურად შექმნილი პარტიებით დაკომპლექტებული პარლამენტი პროპორციული არჩევნების პირობებშიც კი ვერ ასახავს მოსახლეობის 80%-იან მხარდაჭერას დასავლური კურსისადმი.
ალბათ იფიქრებთ, ამას თავი შვეიცარიაში ხომ არ გონიაო. შვეიცარიაში არა, მაგრამ საქართველოში ნანახი მაქვს, რომ თუკი კეთილსინდისიერი და გონიერი თანამოაზრეები ამას ძალიან მოინდომებენ, ისეთი უტოპიური იდეების განხორციელებაც შესაძლებელია, როგორიც ქურდული სამყაროს გაქრობა და მისაღებ გამოცდებზე კორუფციის დამარცხება იყო თავის დროზე.
უბრალოდ, დღეს ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობაში არ არის კონსენსუსი ამ საკითხზე და არც სამოქალაქო საზოგადოების დღის წესრიგშია ეს პრობლემა გამოკვეთილი. არადა, ეს ისეთივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აუცილებლობაა დღეს ჩვენთვის, როგორც დამოუკიდებელი სასამართლოს და პროკურატურის არსებობა. ვფიქრობ ამის გამოა, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ, ივანიშვილი კი ძალაუფლებას ინარჩუნებს.
მგონია, რომ სანამ ეს რეალობა არ შეიცვლება, ივანიშვილის კორუმპირებული და დანაშაულით შეკავშირებული რეჟიმი ადვილად მოერევა აქტიური მოქალაქეების გულწყრფელ და უანგარო პროტესტს! ცვლილება კი დიაგნოზის დასმით და სწორი მკურნალობით იწყება და არა ტკივილის გაყუჩებით ან მოთმენით, ერთი არჩევნებიდან მეორემდე.
შიდაპარტიული დისკუსიის გახსნა და მტკივნეული დიაგნოზის დასმა – ეს არის ის, რისი გაკეთებაც მე დღემდე შევძელი. ამაზე მეტი, სამწუხაროდ, არ გამომივიდა.
მადლიერი ვარ თითოეული თქვენთაგანის, ვინც ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული და მგულშემატკივრობდა ნაციონალური მოძრაობის შიდაპარტიულ განხილვებში.
…
საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი კეთილსინდისიერი და ძლიერი ლიდერი გამოჩნდება სამოქალაქო საზოგადოებაში და ქართულ პოლიტიკაში, ვინც პარტიების შიდადემოკრატიის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტის დამკვიდებას თავის ღია პოლიტიკურ ამოცანად დაისახავს და წარმატებასაც მიაღწევს! – წერს „ფეისბუკში“ ჩიორა თაქთაქიშვილი.

გაზიარება104

დაკავშირებული -პოსტები

დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა – ავარია სამეგრელოში

დეკემბერი 16, 2025
200
მთავარი

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური მაგისტრალზე, სოფელ ახალკახათთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 42 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქალი ავტომობილიდან გადმოვიდა. საჭესთან მჯდომი პირი დაკავებულია.

დაწვრილებითDetails

რამდენ მძღოლს და რატომ აქვთ შეჩერებული მართვის მოწმობა

დეკემბერი 16, 2025
211
მთავარი

არსებული სტატისტიკის მიხედვით, დღეის მდგომარეობით მართვის მოწმობა 35 445 მძღოლს აქვს შეჩერებული. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები პარლამენტში წარდგენილ პროექტს ახლავს თან. უფრო კონკრეტულად, ალკოჰოლური თრობის საფუძვლით მართვის მოწმობა 18 310 პირს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი

დეკემბერი 16, 2025
799
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი დააკავა და 14 პირი დაუსწრებლად მისცა პასუხისგებაში, მათ შორის 5 „კანონიერი ქურდია“. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. დარახველიძის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მძიმე ავარია მოხდა

დეკემბერი 16, 2025
5k
მთავარი

მძიმე ავარია მოხდა  ქუთაისში. სოფელ ქვიტირთან. როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. სამი დაშავებულიდან, ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის...

დაწვრილებითDetails

ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად – რა მოხდა ზუგდიდში

დეკემბერი 16, 2025
878
მთავარი

ის რაც სამეგრელოს გუბერნატორმა, დავით ვერავამ ბალდელ დედებთან იკადრა, ამაზე ვერაგული და ბინძური განზრახვა ცოტა გექნებათ გაგებული. ამ ფოტოებზე აღბეჭდილი ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად. - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

დეკემბერი 16, 2025
4k
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, ლევან რაფავა გარდაიცვალა. ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს. ახლობლების ინფორმაციით, 37 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან იყო და ნიუ-იორკში სამუშაოდ 3 წლის წინ წავიდა. „მეუღლეს ელაპარაკებოდა ტელეფონით… ვაი, დედაო, და...

დაწვრილებითDetails

მოსახლეობა ხონში წყლის პრობლემის გადაჭრას ითხოვს – რას აცხადებს ქალაქის მერი

დეკემბერი 16, 2025
68
მთავარი

ხონში მოსახლეობა წყლის მიწოდების პრობლემის გადაჭრას მოითხოვს. მათი თქმით ნახევარ წელზე მეტია წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, რაც მათ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს. საკითხს სოციალურ ქსელში საჯაროდ ეხმიანება ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე...

დაწვრილებითDetails

“ვამზადებთ სარჩელს” – შალვა პაპუაშვილი BBC-ზე

დეკემბერი 16, 2025
53
მთავარი

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საჩივრის მოსამზადებლად, სავარაუდოდ, ბრიტანულ იურიდიულ დახმარებას გამოიყენებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იურისტები ამ სარჩელის მოსამზადებლად უკვე მუშაობენ. „იცით, რომ იურისტები მუშაობენ ამ სარჩელთან...

დაწვრილებითDetails

ქართველმა მამაკაცმა პარტნიორის დახრჩობა სცადა- რას წერს ბერძნული მედია

დეკემბერი 16, 2025
193
მთავარი

მძიმე დანაშაული სალონიკში: ქართველმა მამაკაცმა პარტნიორის დახრჩობა არასრულწლოვანის თანდასწრებით სცადა – რა დეტალებს აქვეყნებს ბერძნული მედია? სა­ლო­ნიკ­ში, ამ­პე­ლო­კი­პის რა­ი­ონ­ში მომ­ხდა­რი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ზე, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ფი­გუ­რი­რებს, ბერ­ძნუ­ლი მე­დია შო­კის­მომ­გვრელ...

დაწვრილებითDetails

მაშანტაჟებდნენ – ილია თოფურია განცხადებას ავრცელებს

დეკემბერი 16, 2025
126
მთავარი

UFC-ის ორგზის ჩემპიონმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ბოლო პერიოდში მისი პირად ცხოვრებაში არსებულ სირთულეებზე საუბრობს, რამაც მისი თქმით, ხელი შეუშალა 2026 წლის პირველ კვარტალში ბრძოლასა და ტიტულის დაცვაში. ორგზის ჩემპიონი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».