გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში 21 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ ანალოგიურ კრიზისს თავადაც შეესწრო, თუმცა მათ, სამაშველო ჯგუფთან ერთად, ბიჭის გადარჩენა შეძლეს:
,, გოგო, რომელიც ამფეტამინის ზედოზირებით გარდაიცვალა და ახლა უკვე ბევრმა გაიგო ეს საშინელი ამბავი, არის ადამიანი, რომელზეც ამასწინ დავწერე და რომელსაც ეპიზოდურად, მაგრამ ვიცნობდი და ეგ ეპიზოდი საკმარისი გამოდგა დამემახსოვრებინა მისი ცოცხალი სახე, რომელიც არც ნატრობდა და არც ელოდა სიკვდილს.
ამფეტამინი არის გეენა გეენათა შორის.
ერთ ამბავს მოგიყვებით:
მაშინ ჯერ კიდევ სარეაბილიტაციო ცენტრ სახლი/Sakhli – ში ვმკურნალობდი, როცა Lola Lomidze – ს დაურეკეს, რომ ყოფილი ბენეფიციარი ბიჭი არის ბათუმში და საეჭვოდ ცუდად. მშობელმა დარეკა.
ლოლა საოცარი ადამიანია, ამ საქმეში პროფესიულად უკვე უვალდებულო იყო, მაგრამ მაგ პრინციპით ვერ ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ ღამდებოდა, მანქანაზე დაჯდა და წავიდა. მეც ვერ ვიყავი ჯერ ჯანმრთელად, მაგრამ გავყევი. ის ბიჭი, სრულიად შესანიშნავი ადამიანი და ახლა ჩემი მეგობარი, ბულვარში ვიპოვეთ, ჩავსვით მანქანაში და თბილისისკენ გამოვაქანეთ.
სადღაც იმერეთამდე ისეთი არაფერი და უცებ დაეწყო ისტერიული კრუნჩხვები წარმოუდგენელი მოძრაობებით. არცერთი მოძრაობა არ მეორდებოდა. არცერთი. თითქოს საგანგებოდ ეჭირა ვიღაცას, როგორ მარიონეტი და სხვადასხვა მიმართულებით აქნევინებდა ხელ-ფეხს.
არასდროს – არც ფილმში, არც მოყოლით და არც თვალით მე ეგეთი არაფერი მინახავს. და თვალით, ბოლო და თქვენთვის ნაცნობი გამოცდილების გამო, მინახავს ბევრი. სხვა რა, აგერ მეც სულ ახალი გადატანილი მქონდა ბენზოდიაზეპინის თხუთმეტდღიანი უსაზარლესი ,,ლომკა”, მაგრამ ეგეც კი, ამასთან შედარებით, ფერმკრთალი ამბავი იყო.
რენესანსის ნახატებში რომ ადამიანები არიან ჯოჯოხეთში, ეგენი რომ აამოძრაო, ალბათ ცოტა მაგას ჰგავს ეს კონვულსია. და როცა უცნაური ხმით ამფეტამინი მოითხოვა, კიდევ მინდა – არ მეყოო, მაშინ ჩავხვდით ზუსტ მიზეზს. ცხადია, დავურეკეთ საგანგებო სამსახურს შეტევის დაწყებისთანავე, მაგრამ სანამ ავტობანზე მოგვაგნო, ორჯერ კინაღამ მოკვდა ბიჭი – ცახცახი გაათმაგდა, ისე რომ ჰაერში იწეოდა, მერე უცებ ეშვებოდა და სხეული ეყინებოდა.
მანდაც ლოლამ ივაჟკაცა, მე უბრალოდ უმცირესად და დაბნეული ვეხმარებოდი.
მერე მოგვაგნეს და წავიყვანეთ სამტრედიის საავადმყოფოში.
თბილისში ჩამოვედით დილით. ეს ბიჭი გადარჩა. მაგრამ ვერ გადარჩა ის გოგო.
ჩვენი ვალია, გადავარჩინოთ სხვა დანარჩენი მაინც. აუცილებელი ვალი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად, ელისეის სასახლეში გაიმართა.
დღეს პატიმრობაში დატოვეს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძეც (შანო). დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი დადგა, ადვოკატი 30 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ უარი თქვა. შანიძეს...
97-ჯერ ნაკლებია საქართველოში მინიმალური ხელფასი საშუალო ხელფასზე და 20 ლარს შეადგენს. 1999 წლის საკანონმდებლო ჩანაწერის შეცვლას პროფკავშირები ცდილობს. მათი მიზანია მინიმალური ხელფასი 636 ლარით განისაზღვროს. რას ფიქრობს მოსახლოება, როგორ აფასებენ...
ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ მათი გაფუჭებული საქმეები გადაფაროს და ხელისუფლებას, რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი ქართველი ხალხისთვის, ისღა დარჩენია ყოველი დღე ოპოზიციაზე საუბრით დაიწყოს, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა...
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინის სარაკეტო ძალებმა ღამით ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აეროდრომ "საკის" შეუტიეს. უწყება ამბობს, რომ დარტყმის შედეგები ზუსტდება. "მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აეროდრომი დაფარული იყო „თანამედროვე“ რუსული საჰაერო...
ბათუმში კაცი დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.
"ღვინის სამშობლო გვქვია ჩვენ და იდენტიფიცირებული ვართ ღვინოსთან, ქრისტიანობასთან, მართლმადიდებლობასთან, ადათ-წესებთან, ამით ვართ საინტერესო და ამას, რომ შემილიხავ და შემიგინებ, მერე რა უფლებით ჩახვალ და რომ დაგხვდებიან სხვანაირად, რატომ უნდა...
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, ვინც ეჭვმიტანილია იმაში, რომ ცდილობდნენ საქართველოში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილზე ტერაქტი მოეწყოთ, ვინც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. ასეთი დანაშაულის პრევენცია და აღკვეთა...
გორის მუნიციპალიტეტიდან მტკვარში გაუჩინარებული კაცის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. ძებნა-შველის ოპერაცია 13 ვლისიდან მიმდინარეობდა. კაცი სოფელ ქვახვრელთან მდინარის დინებამ გაიტაცა.
ოჯახი 2 კვირის წინ ბერლინში დაკარგულ შოთა კაპანაძეს ეძებს. რა ვითარებაში და სად იკარგება 69 წლის კაცის კვალი - დეტალებზე სოციალურ ქსელში მისი შვილი ია კაპანაძე წერს. "დაიკარგა 12 ივლისს. ბერლინში ჩაფრინდა...