დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირისით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე კლინიკურად ჯანმრთელია.
“ადამიანი, ვისთანაც დადასტურდა ინფიცირების შემთხვევა, ასე ვთქვათ, კლინიკურად ჯანმრთელია ,მხოლოდ არის ცირკულაცია ვირუსის. მოგეხსენებათ, საერთოთ შემთხვევების 82% მსუბუქი მიმდინარეობით მიმდინარეობს. ამას ვუსვამ ხაზს, რადგან ხშირად არასწორი ინტერპრეტაცია ეძლდვა სხვადასხვა სახელებით ამ ვირუსს , მისი გართულებების და სიკვდილიანობის პროცენტი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მსგავსი კორონავირუსული ეპიდაფეთქებებისა , რომლებიც მსოფლიომ 2003 და 2012 წლებში გამოიარა. გაცილებით ნაკლებია , ვიდრე ებოლას ან ფრინველის გრიპის დროს სიკვდილიანობა. საქართველოში ყველა პრევრნციული ღონისძიება ტარდება, რათა ქვეყანაში ინფექციის შემოტანის რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ, მაგრამ თუ ასეთი დაფიქსირდა და დღეს დაფიქსირდა, ამ ადამიანს ჩაუტარდება შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება”,-აცხადებს გამყრელიძე.
გამყრელიძის თქმით, ირანში, საიდანაც გუშინ ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვალების 19 შემთხვევა ფიქსირდება, 95 კი ინფიცირებულია.
“თუ ჩავთვლით ,რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2%-ია ,ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია,”-აღნიშნავს გამყრელიძე.
მისივე ინფორმაციით, გასული წლის 31 დეკემბერს კორონავირუსული ეპიდაფეთქება ჩინეთში დაიწყო და დღეის მდგომარეობით ჩინეთში უკვე 2800-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, 36 ქვეყანაშია კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირებული. მათ შორის, ინფიცირებულების ყველაზე დიდი რაოდენობა სამხრეთ კორეაში ფიქსირდება ,შემდგომ მოდის იტალია, სინგაპური და რამოდენიმე ქვეყანა.