რუსუდან გიორგაძე ქართველი ემიგრანტია, რომელიც პოპულარული ტელეშოუს ,, Cake Boss”-ის საკონდიტრო კონკურსში მონაწილეობს
ბოლო მონაცემებით რუსუდანი კონკურსში პირველ ადგილს იკავებს.
ქართველ კონდიტერს ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება. ეხლა პირველი ადგილის ბედი მაყურებელთა მიერ ხმის მიცემით წყდება და ეს პროცესი 7 დეკემბრამდე გრძელდება.
ჩვენი ხმა რუსუდან გიორგაძეს !!!
“მეგობრებო, ალბათ გსმენიათ პოპულარული ტელეშოუს ,, Cake Boss” შესახებ ! მომეცა შანსი , რომ გავხდე ერთ-ერთი წევრი ამერიკის ყველაზე ცნობილი კონდიტერებისა… ამაში კი თქვენი დახმარება მჭირდება!
თქვენ შეგიძლიათ მხარი დამიჭიროთ, ქვემოთ მოცემულ ლინკზე ყოველ 24 საათში ერთხელ ხმის მიცემით.
მჯერა, რომ ყველა ერთად შევძლებთ !” – წერს რუსუდან გიორგაძე საკუთარ ფესბუკის გვერდზე.