LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ქართული ოცნების” ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება

ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან – ქართული ოცნება

დაპოსტა 2024/05/21-ში
A A
21
ნახვა
გაზიარება

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს და MEGOBARI Act-ს ეხმაურება. გუშინ გამოცემა “პოლიტიკომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა კონგრესში ამ კვირაში წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ამერიკამ საქართველოს შესაძლოა გამოუყოს დახმარების პაკეტი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში, თუკი საქართველოს მთავრობა შეწყვეტს მზარდად ანტიდასავლურ რიტორიკას და უკუსვლას ადამიანის უფლებების კუთხით. გარდა ამისა, “პოლიტიკოს” ცნობით, კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასაც მოითხოვს.

“ოცნება” აღნიშნულს ჩვეული პროპაგანდით პასუხობს და ამტკიცებს, რომ “რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან”.

იხილეთ განცხადება:

გუშინ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, საქართველო მიიღებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება „ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონს გაიწვევს, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს არ მიიღებს, არჩევნებს კარგად ჩაატარებს და ამერიკის მიმართ უარყოფითი რიტორიკისგან თავს შეიკავებს. საწინააღმდეგო შემთხვევაში კი, კანონპროექტი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციებს ითვალისწინებს.

კანონპროექტი ჯერ მიღებული არ არის და მისი მიღების პერსპექტივა ძალზე ბუნდოვანია. უკანასკნელ წლებში, ამგვარი სპეციალური კანონპროექტები საქართველოს შესახებ კონგრესში უკვე ორჯერ დაინიციირდა, მაგრამ, საბოლოოდ, დღის სინათლე ვერცერთმა მათგანმა ვერ იხილა. თუმცა, ვინაიდან ახალმა კანონპროექტმა ქართველ რადიკალებს უკვე შეუქმნა ნოყიერი ნიადაგი სპეკულირებისათვის, მასზე გამოხმაურება საჭიროდ მიგვაჩნია.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ „ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასაც და ამერიკელი ჩინოსნების კრიტიკასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. უკვე მრავალი წელია, საქართველოს ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში უწევს ცხოვრება, რაშიც საკვანძო როლს სწორედ გარედან დაფინანსებული „ენჯეოები“ ასრულებენ. მეტიც, 2020 წლის ნოემბრიდან, „ენჯეოებმა“ უკვე ორჯერ სცადეს საქართველოში რევოლუციის მოწყობა. გარდა ამისა, მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა არის მუდმივი თავდასხმის ობიექტი რიგი ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ჩინოსნების მხრიდან, რისგანაც საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური რიტორიკით უწევს თავის დაცვა.

ამ ყველაფრის ფონზე, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული. ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო. სამწუხაროდ, რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან.

საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს. ჩვენ ვიღებთ „ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონს იმის გამო, რომ ქვეყნის დამშვიდების სხვა შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ. როგორც უკვე აღინიშნა, „ენჯეოებმა“ 2020 წლიდან უკვე ორჯერ სცადეს ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა და მესამე მცდელობას გულხელდაკრეფილი ვეღარ დაველოდებოდით. ეს კანონი ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება, ქვეყნის სუვერენიტეტით კი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ. ვერც საქართველოზე უსამართლო თავდასხმებს დავტოვებთ უპასუხოდ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა.

საქართველოს მიმართ ღირსეული დამოკიდებულება სრულიად სხვაგვარად უნდა ყოფილიყო გამოხატული. ამგვარი დამოკიდებულების პირობებში:

– აშშ საქმით დაამტკიცებდა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, კერძოდ, ყოველგვარი პირობების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებდა. როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, აშშ-ს ამის გაკეთება აქამდეც შეეძლო, თუმცა, საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ავლენდა;

– აშშ ჩადებდა ფულს ქართულ ეკონომიკაში, რაც მან ბოლოს 2009-11 წლებში გააკეთა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ეკონომიკური კოლაფსისგან იყო გადასარჩენი;

– აშშ უზრუნველყოფდა „ენჯეოების“ ქცევის ცვლილებას, კერძოდ, მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის დასრულებას და რევოლუციური გეგმების გვერდზე გადადებას;

– შეწყდებოდა ევროკავშირის თემის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ მუდმივი შანტაჟის ინსტრუმენტად, წლის ბოლომდე გაიხსნებოდა მოლაპარაკებები საქართველოსთან, რითაც აღდგებოდა სამართლიანობა უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მიმართებით.

თუ ისინი ამ ყველაფერს გააკეთებენ, ამ შემთხვევაში აღარც „ენჯეოების“ გამჭვირვალობის კანონი იქნება საჭირო და აღარც უსამართლო განცხადებებზე მოგვიწევს პასუხის გაცემა. თუმცა, თუ „ენჯეოები“ რევოლუციის მცდელობებს არ მოიშლიან, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის წახალისებას, ლგბტ-პროპაგანდას, ნარკოტიკების პროპაგანდას, სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევის მცდელობას და ეკონომიკური პროექტებისთვის დაბრკოლებების შექმნას არ შეწყვეტენ, ხოლო რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები საქართველოზე თავდასხმებს განაგრძობენ, ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის შესახებ კანონიც დაგვჭირდება და თავდასხმების მოგერიებაც. შესაბამისად, დღეს „ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ალტერნატივა არა აქვს.

ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება ჩვენს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ. თუ ისინი ამას გააცნობიერებენ, ურთიერთობები ძალიან სწრაფად დალაგდება, მაგრამ თუ საქართველოს მიმართ იგივე მიდგომებით განაგრძობენ მოქმედებას, ამით საქართველოს ინტერესებსაც დააზარალებენ და ამერიკისაც.

როგორც უკვე ითქვა, ყველაფერი პარტნიორების ხელშია და საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, ცალმხრივად არაფრის შეცვლა შეუძლია. შესაბამისად, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ამერიკაში რაციონალური აზრი გაიმარჯვებს, რითაც ორივე ქვეყანა მხოლოდ სარგებელს მიიღებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

მოპარულია უფასო კვებისთვის გამოყოფილი მილიონები- „Aladashvili & co“-ს დირექტორმა დანაშაული აღიარა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
მოპარულია უფასო კვებისთვის გამოყოფილი მილიონები- „Aladashvili & co“-ს დირექტორმა დანაშაული აღიარა
მთავარი

უფასო სასადილოებიდან მოპარული ფულის საქმე - „Aladashvili & co“-ს დირექტორმა, რეზო ალადაშვილმა სასამართლო პროცესზე, სადაც ბრალდებულებსი აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ, დანაშაული აღიარა. ალადაშვილმა თქვა, რომ ხელოვნურად ზრდიდნენ ბენეფიციარების რაოდენობას, რომ მოგება მეტი ყოფილიყო. არც კვება და არც...

დაწვრილებითDetails

ტყიბულში ბზის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
ტყიბულში ბზის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში გამკაცრებული კონტროლის ფარგლებში სამართალდარღვევა გამოავლინა. ქალაქ ტყიბულში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა ბზის 1000 ერთეული...

დაწვრილებითDetails

მინისტრი გივი მიქანაძე საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
მინისტრი გივი მიქანაძე საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ ზესტაფონში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, მინისტრმა მშობლებს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა...

დაწვრილებითDetails

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ
მთავარი

4 აპრილი (22 მარტი ძვ. სტ.) მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება; ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ. მღვდელმოწამისა ბასილისა, ანკვირელი ხუცისა (362-363); მოწამისა დროსიდასი, ტრაიანე მეფის ასულისა (104-117); ღირსისა ისააკ დალმატიელისა (IV)...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს
მთავარი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების, სიცოცხლის მოსპობის მუქარის და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ცხედარი ნახეს

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
10-მდე ახალგაზრდა დიღმის მასივში ერთმანეთს დაუპირისპირდა_სისხლიანი გარჩევა თბილისში
მთავარი

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ცხედარი ნახეს. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. მაშველებმა ცხედარი მდინარის, გაჩიანი-რუსთავის მონაკვეთზე იპოვეს. არსებული ინფორმაციით ცხედარი 1 მარტს გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის არის. თვითმხილველები აცხადებდნენ რომ მოულოდნელად ხიდზე მოძრავი...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია პირი, რომელმაც არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით გააუპატიურა და მიიმალა.

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
დაკავებულია პირი, რომელმაც არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით გააუპატიურა და მიიმალა.
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1998 წელს დაბადებული ფ.ც. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 20...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს, ლაზარეს შაბათს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

ლაზარეს შაბათი — ბზობის წინა შაბათი. ამ დღეს ეკლესია დღესასწაულობს, ოთხი დღის მკვდარი და საფლავში დადებული, მართალი ლაზარეს მაცხოვრის მიერ მკვდრეთით აღდგინებას.   ლაზარეს აღდგინების შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარების მე-11...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 4 აპრილს

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

4 აპრილს ქუთაისში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.   იწვიმებს ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +16...

დაწვრილებითDetails

4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   შეიმუშავეთ სამომავლოდ ახალი გეგმები და ახალი სტრატეგია, სასურველია, მოიძიოთ დამატებითი შემოსავლის წყარო.   კურო   ყოველდღიური ერთფეროვნება დამღლელი და აუტანელი ხდება, შეეცადეთ, დაკავდეთ თქვენთვის საინტერესო საქმიანობით, რათა დრო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"