აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელმა და კომიტეტის წევრმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ მაიკლ მაკკოლიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ბელარუსისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზება დაგმეს. კონგრესმენებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი მხარს უჭერენ ბელარუსი ხალხის უფლებას, მოითხოვონ უფრო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა.
„მხარს ვუჭერთ ბელარუს ხლხს, რომლებიც იყენებენ საკუთარ უფლებას, ჩაატარონ საპროტესტო აქცია და მოითხოვენ უფრო თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას. მათი ხმა უნდა გაიგონ. კრემლი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფებას. ჩვენ ვგმობთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უგუნურ წინადადებას, ლუკაშენკოს რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზების შესახებ. მოვუწოდებთ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უარყოს მოსკოვის აგრესია და იმუშაოს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერად და მოითხოვოს ათასობით დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტისა და პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, დაგმოს ბელარუსის ხელისუფლების მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენება და დაიცვას ბელარუსი ხალხის სუვერენული უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი,“- აღნიშნულია კონგრესმენების განცხადებში.
შეგახსენებთ, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება.