სტივენ ვებერი და კენეშა ანტუანი ტანზანიაში ისვენებდნენ. ვებერმა გადაწყვიტა, რომ საყვარელი ქალისთვის ხელი თეთრ ქაღალდზე დაწერილი ტექსტით წყალქვეშ ეთხოვა და ბეჭედი ეჩვენებინა.
„სუნთქვის შეკავებას იმდენი ხნით ვერ შევძლებ, რამდენიც ყველა იმ დეტალის ჩამოსათვლელად დამჭირდება, რაც შენში მიყვარს, თუმცა რაც შენში მიყვარს, ყოველდღე უფრო და უფრო მეტად მიყვარდება“, – ეწერა მის წერილში.
კენეშა ანტუანმა ვიდეოს გადაღება მოასწრო, თუმცა ვებერს მისი დადებითი პასუხი არ მოუსმენია, იგი წყალში გარდაიცვალა.
სტივენ ვებერი და მისი მეგობარი ქალი კენეშა ანტუანი უნძულ პემბაზე (მარჯნის კუნძული აღმოსავლეთ აფრიკაში, ეკუთვნის ტანზანიას), წყალქვეშ მდებარე სასტუმროში ისვენებდნენ.
წყალქვეშა სასტუმროში ერთი ღამის გატარება 1700 დოლარი ღირს. უჩვეულო სასტუმროების ოთახები კუნძულ პემბასთან ახლოს, წყალქვეშ 10 მეტრის სიღრმეში მდებარეობს.