LIVE TV
სამშაბათი, თებერვალი 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე – ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის” გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს

დაპოსტა 2019/11/16-ში
279
ნახვა
გაზიარება

ცხინვალის იზოლატორში მოთავსებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის” გადაკვეთას არ აღიარებს. ამის შესახებ ყოფილი პატიმრები ყვებიან, რომლებიც 14 ნოემბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ყოფილმა პატიმრებმა ახალგორის იზოლატორში 3 დღე გაატარეს. ისინი 11 ნოემბერს დააკავეს, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი – 9 ნოემბერს. საქართველოს მოქალაქეები (სულ 4-ნი) ერთმანეთს საპატიმროში შეხვდნენ.

14 ნოემბერს 3 მოქალაქე ერგნეთის გამშვებ პუნქტზე

საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს.  15 ნოემბერს ექიმებმა მოინახულეს.

,,პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება. მათი თქმით საქმე არის შემდეგში: ერთადერთ რამეს ითხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან – აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ” – აღნიშნავს ექიმი დავით ღვინიაშვილი.

ყოფილმა პატიმრებმა qartli.ge-სთან საუბარში განაცხადეს, რომ ექიმი თავს კარგად გრძნობს.

,,გორმედისა” და ჰოსპიტლის თანამშრომლებმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს. ისინი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ახსენებენ, რომ ექიმებისთვის საზღვრები არ არსებობს. ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორის რაიონში მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სანახავად მიდიოდა.

qartli.ge-მ გაარკვია, რომ 9 ნოემბერს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორი თბილისიდან სამთავისის მიმართულებით წავიდა. დაახლოებით 15 საათზე სოფელ სამთავისთან ჩამოვიდა, სადაც პაციენტის ახლობელი დახვდა. ამის შემდეგ მათი კვალი იკარგება.

13 ნოემბერს ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი თანხმლებ პირთან ერთად ახმაჯი-ორჭოსანს შორის არსებულ ტერიტორიაზე დააკავეს. ეს ის ტერიტორიაა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებული სოფლები – თვაურები, კოდისწყარო, სარიბარი და ყარაფილა ემიჯნება.

9 ნოემბრის შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე რუსმა სამხედროებმა პატრულირება გააძლიერეს, რასაც 11 ნოემბერს კიდევ ორი მოქალაქე, მწყემსები ზადიშვილი და ტუხიაშვილი (კოდისწყაროელები) დააკავეს. კოდისწყაროში ამბობენ, რომ მანამდე ასეთი გაძლიერებული ,,პატრულირება” რუს სამხედროებისგან მანამდე არ შეუნიშნავთ.

ვაჟა გაფრინდაშვილი: ,,იქნებ როგორ უჭირს იმ ქალს”

ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში, მძიმედ დაშავდა პედაგოგი თამარ გიგაური. მისი ახლობლები თბილისში გადაყვანას ითხოვდნენ, თუმცა გამშვებ პუნქტზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა პაციენტი თბილისის მიმართულებით არ გაატარეს. თამარ გიგაური ცხინვალის საავადმყოფიში გადაიყვანეს.

4 ნოემბერს, თამარ გიგაური, კლინიკაში ახალგორელმა აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა მოინახულა:

,,ახლა მოვინახულე გუშინ ჭაში ჩავარდნილი ქალბატონი. მხარი აქვს მოტეხილი. ფეხი კოჭებთან შეშუპებული. უამრავი სილურჯე ტანზე. მოტეხილობა, ჩემდა გასაოცრად, არაა დაფიქსირებული თაბაშირით. არც ფეხები, რომელიც სავარაუდოდ, გაბზარული ან ნაღრძობი მაინცაა. წევს პალატაში და უკეთებენ გამაყუჩებელს. უნდა გადასვლა თბილისში.” – წერს თამარ მეარაყიშვილი.

„გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს მოვუწოდებ, იხელმძღვანელონ ჰუმანიტარული პრინციპით და ამ ქალბატონის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან“- ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა. სახელმწიფო მინისტრის თქმით, სახელმწიფო ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს დაშავებულის ინტერესების დასაცავად და კონტროლირებად ტერიტორიაზე მის სამკურნალოდ გადმოსაყვანად.

„თამარ გიგაურის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ჩვენ გუშინვე გვქონდა კომუნიკაცია ყველა არხით – რამდენჯერმე იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, გუშინვე დავუკავშირდით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ჩართულნი არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები. ჩვენი ძალისხმევა ახლაც, მიმდინარე რეჟიმშიც გრძელდება, მათ შორის, ცხელი ხაზის გააქტიურებით.” – აღნიშნა ციხელაშვილმა 4 ნოემბერს.
4 ნოემბრის შემდეგომ

თამარ გიგაურის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ყურამდეც მივიდა. როგორც მისი თანამშრომელი და თანაკურსელი, ნანა ჯიჯოევი ამბობს, იმ კლინიკაში, სადაც ერთად მუშაობენ, უამრავ პაციენტს გაუწიეს დახმარება, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან მანამდე გადმოუყვანიათ. ექიმის შეშფოთება სახლში მეუღლემაც შეამჩნია: ,,იქნებ როგორ უჭირს იმ ქალსო, ამბობდა სახლში” – იხსენებს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე.

 

qartli.ge

თეგები: ექიმივაჟა გაფრინდაშვილიოკუპაციარუსეთისაქართველო
გაზიარება122

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

თებერვალი 17, 2026
1k
მთავარი

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბალახვანში, წერეთლის ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილვლები ამბობენ ავტომობილი შუა ხნის ქალს დაეჯახა. მათივე თქმით, ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა....

დაწვრილებითDetails

ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იყო

თებერვალი 17, 2026
58
მთავარი

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი , - ამის შესახებ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა სუს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, განიხილეს ის, თუ როგორ უნდა მოხდეს მომავალში საქართველოს სტაბილური გაზმომარაგება. „ალბათ,...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

თებერვალი 17, 2026
720
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 თებერვალს, 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, დიდ დიღომსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის...

დაწვრილებითDetails

კრიმინალური ავტორიტეტი ჯუმათა, ოზურგეთში, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს

თებერვალი 17, 2026
787
მთავარი

ოზურგეთში ტეორორისტული აქტი განხორციელდა – 55 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს - ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს. როგორც ადგილიდან გვატყობინებენ. ამ წუთებში ტერორისტული აქტი განხორციელდა ოზურგეთში. 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად...

დაწვრილებითDetails

მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თებერვალი 17, 2026
78
მთავარი

მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ბრიგადა იყო მობილიზებული.   ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ელექტროენერგიის გადამცემი კაბელებია.   საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

დაწვრილებითDetails

ბრალდება სრულიად მიუღებელია – ნინო ქადაგიძე-ჟვანია

თებერვალი 17, 2026
172
მთავარი

უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედიაა ჩვენთვის. მეორე - ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“...

დაწვრილებითDetails

ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

თებერვალი 17, 2026
35
მთავარი

🔉 კრიტიკული შეუსაბამობები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში‼️ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 7 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა. ℹ️ 13 თებერვალს, თბილისის მასშტაბით, სააგენტომ 19 ობიექტში ჩაატარა გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება.შედეგად, 7 ობიექტზე გამოვლინდა...

დაწვრილებითDetails

მე დავამტკიცებ, რა იყო ამ მკვლელობის მოტივი – რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას დედა

თებერვალი 17, 2026
70
მთავარი

ბესარიონ ჟვანიას დედამ პირობა მომცა: „თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურას“. საინტერესოა, დღეს რას გვეტყვის მისი დედა, - ასე ეხმაურება მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 17, 2026
544
მთავარი

18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი,...

დაწვრილებითDetails

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის ძებნა გამოცხადდა

თებერვალი 17, 2026
139
მთავარი

საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ(ბუსა) ჟვანიას მიმართ ძებნას გამოაცხადებს. როგორც თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურა ბრალდებულ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».