მსჯავრდებულის შეწყალების საფუძველი შეიძლება გახდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სანიმუშო ქცევა , მის მიერ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და სინანული, უფლებამოსილ პირტა შუამდგომლობა და სხვა.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული, პასუხი ასეთი იყო: ,,რატომ შევიწყალე ამას ნამდვილად არ გეტყვით, ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება და ყველა იურისტმა ეს იცის. [შეწყალება] უცებ გახდა სალაპარაკო პრობლემა, იმ დროს როცა ამდენი არის პოზიტივზე სალაპარაკო. ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში. მაინც მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება აქ ევროპაში, ევროპის შუაგულში დღეს, ეს მცდელობები, რომ აქცენტი გადავიტანოთ სხვა საკითხზე, კიდევ ერთი მაჩვენებელია, იმის მაგივრად რომ ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებზე, რომელიც მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონ ორი დღე თბილისში და მიიღონ პასუხები თბილისში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “ბათუმელებმა” გაავრცელა. გამოცემის ცნობით, ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული პატიმარი სასჯელს ბათუმელი პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა.