პარტია “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა, რის შესახებაც ერთმა ადამიანმა გააფრთხილა.
“ეს იყო ჩვეულებრივი, დაგეგმილი ღონისძიება. ზუსტად ვიცი, რომელ კაბინეტში და ვის მიერ იგეგმებოდა.
მე ადამიანს, რომელსაც ნარკოტიკთან ცხოვრებაში არანაირი შეხება მქონია, ამათ ჰქონიათ, რომ ასეთ დურაკულ პროპაგანდას ჩართავენ, ადამიანები სულელები არიან და ტვინში ჩაუდებენ რაღაც რეფლექსებს.
არ ვიცი, ჩემი წარსულიდან თუ თანამშრომლობიდან გამომდინარე, მე ღვთისნიერმა ადამიანმა გამაფრთხილა, რომ არ მოხვიდე, ამოგივარდებაო”, – განაცხადა გახარიამ “რეაქციაში”.