“ეს იყო აბსოლუტურად უწყინარი კამპანია და დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნებოდა და პირველი, მეგონა, რომ გიორგი გახარია იქნებოდა ის, ვინც ჩაერთვებოდა ამ კამპანიაში.
თუმცა, გიორგი გახარიამ საკუთარი თავის წინააღმდეგ კამპანია თავადვე წამოიწყო თავისი არასწორი განცხადებებითა და დამოკიდებულებით ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, მისი განცხადებები, მისი არაადეკვატური ქმედებები, რამაც ძალიან დიდი ეჭვები გააჩინა.
კაცი იყო ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი და დღეს, სამხარაულის ეროვნულ ბიუროს უცხადებს უნდობლობას, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს, ეს ძალიან მძიმე იყო. მიდის ავსტრიაში, სადაც როგორც თვითონ ამბობს, რაღაც კვლევები ჩაიტარა. თუმცა, აქაც უამრავი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ეს არის რეალობა. მისმა ქმედებებმა გააჩინა კითხვები”, – განაცხადა კალაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში