საკარანტინე პერიოდმა სოციალურ დისტანცირებასთან ერთად საქართველოს, ისევე როგორც მთელს მსოფლიოს ეკონომიკური სირთულეები მოუტანა. ბიზნესების დიდმა ნაწილმა მუშაობა შეაჩერა, გაიზარდა უმუშევრობა. მდგომარეობა ასეთივეა ქუთაისშიც, სადაც ისედაც სამუშაო ადგილების სიმცირის გამო კრიზისი კიდევ უფრო მკვეთრად იგრძნობა.
“მეგა ტვ” დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და რა მოლოდი აქვთ მათ მთავრობისგან.