აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, პროფესორ დავით ზაუტაშვილის გარდაცვალების გამო.ბატონი დავითი იყო მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის, რამდენიმე წიგნისა და სალექციო კურსის ავტორი. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის, შემდეგ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტის აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალის განვითარებაში.მისი ხელმძღვანელობით 1997 წელს დაარსდა „ინფორმაციული ტექნოლოგიები ეკონომიკასა და ბიზნესში“ კათედრა, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ბატონი დავითი 2001 წლიდან იყო საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის „ინტერნეტი და საზოგადოება“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ის იყო კეთილშობილებით გამორჩეული პიროვნება, ერთგული მეგობარი და კოლეგა.ვუსამძიმრებთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს – ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში .
მდინარე ქსანში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი გუგა გურგენიშვილია. ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი" ავრცელებს. შემთხვევა სოფელ ლამისყანის სიახლოვეს, გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი სოფელში სტუმრად იყო ჩასული. "საუკეთესო ბიჭო როგორ უნდა გაგიშვათ, ერთადერთო საუკეთესო...










