LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,აი. ასე გავაცილე ეს საინტერესო ზაფხულიც”-თათია კვაბზირიძე

,,აი. ასე გავაცილე ეს საინტერესო ზაფხულიც”-თათია კვაბზირიძე

დაპოსტა 2021/03/02-ში
A A
71
ნახვა
გაზიარება

რა კარგია, როცა ზაფხული დგება! სკოლას ვამთავრებთ, დაღლილები ვართ მთელი წელი დატვირთული გრაფიკისგან. ძალიან გვიხარიასკოლისდამთავრება და ბოლო დღეს წიგნების ჩაბარების შემდეგ ვზეიმობთ ამ ამბავს. იწყება ზაფხულის არდადეგები. გრძელი დღეები და ღამეები,მდინარეზე გართობა, ბავშვებთან ერთად ყოფნა, ბევრი თავისუფალი დრო და მონატრებული ნათესავების სტუმრობა.
რა უნდა იყოს ამაზე კარგი. ნათესავები ცდილობენ ჩემს სახლში მოიყარონ ხოლმე ზაფხულობით თავი.

ყველაზე მეტად ჩვენი მოყვანილი კიტრი და პომიდორი უყვართ. იძახიან ყველაზე გემრიელი და ბარაქიანიაო.

საღამომდე ბაბუა და ბებია ნარდს თამაშობენ ხოლმე, მამაჩემი და ჩემი მამიდაშვილი დომინოს. ჩვენ კი, როცა ყველა ერთად შევიკრიბებით ბანქოს ვთამაშობთ და ვინც წააგებს ნახშირს ვუსვამთ ხოლმე))).(ეს ცნობილი ხრიკია მეტი გართობისთვის). ისე ვხალისობთ, რომ დროც მალე გადის და 2-3 საათზე ვამთავრებთ თამაშს. ნარდში დამარცხებულს კი, ერთი ვედრო წყალი ელის. ან ბებიას ვასხამთ წაგებულზე წყალს და ან ბაბუას. არ იფიქროთ წიგნი საერთოდ დავივიწყეთ, არც ინტერნეტი გვტოვებდა  გულგრილს.

მამაჩემის დაბადების დღეც ზაფხულშია, ამიტომ მის დაბადების დღეს დიდი ზარზეიმით ავღნიშნავთ ხოლმე. სადღეგრძელოების შემდეგ იწყება სიმღერა და ძველი , სასაცილო ისტორიების გახსენება. ეს მომენტი ყველას ძალიან გვიყვარს და კარგადაც ვხალისობთ ხოლმე.

ბოლოს, მთავრდება ეს ლამაზი დღეები . ყველას წასვლა უწევს  და სახლიც თანდათან ცარიელდება. ამ ზაფხულში ჩემი ძმის ჯვრისწერაც იყო და ეს ამბავი ყველაზე განსაკუთრებული ჩვენთვის.

რამაც ყველა ერთად შეგვკრიბა. ჩემი ყველაზე ბედნიერი დღე ამ არდადეგების განმავლობაში.

შემდეგ, ბიძაშვილებსაც ვესტუმრე. ძალიან კარგი და სახალისო დღეები გავატარე იქაც. ბევრი ცეკვა, სიმღერა და ფოტოების გადაღება.
საღამოობით მეცადინეობაც.
სახლში მოსულს კი, რა თქმა უნდა, მონატრებული მეგობარი მეწვია. ძალიან ბევრი რამ გვქონდა ერთმანეთისთვის მოსაყოლი და გავერთეთ კიდეც.

აი ასე გავაცილე ეს საინტერესო ზაფხულიც. აანალიზებ რომ სკოლა იწყება, მაგრამ შემდეგ ხვდები რომ მოგენატრა ყველაფერი. მეგობრები, მათთან გატარებული დრო, მასწავლებლები და ის მომენტებიც, როცა მათ აბრაზებდი.  ელოდები როდის მოვა ის დღე, როცა ყველა მონატრებულ ადამიანს ნახავ და ერთმანეთს გაუზიარებთ მთელი ზაფხულის განცდებს.

თათია კვაბზირიძე

მოქალაქე ჟურნალისტი

გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისს დღეს ქალაქის მერი არ მართავს. ამას მართავს მისი ცოლი, ცოლის დაქალები- ბუბა ჩივაძე

by მეგა TV
აპრილი 6, 2021
0
ჟურნალისტ ბუბა ჩივაძეს კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდება
მთავარი

ქუთაისის მერიის შენობაში პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით დაკავებული ჟურნალისტი, ბუბა ჩივაძე ამბობს, რომ ქუთაისი მერმა წინასწარ იცოდა, რა საკითხთან დაკავშირებით მიდიოდა ჟურნალისტი მასთან. როგორც ჩივაძე განმარტავს, მასალა მზადდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ...

დაწვრილებითDetails

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ბუბა ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას ითხოვს

by მეგა TV
აპრილი 6, 2021
0
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ბუბა ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას ითხოვს
მთავარი

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას ითხოვს. ისინი მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს საქმის დეტალები. ორგანიზაცია, ასევე, აუცილებლად მიიჩნევს მოხდეს სწრაფი რეაგირება ჟურნალისტის დაკავებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით....

დაწვრილებითDetails

,,სალამი აფხაზეთიდან…”

by მეგა TV
მარტი 2, 2021
0
,,სალამი აფხაზეთიდან…”
მოქალაქე ჟურნალისტი

,,სალამი აფხაზეთიდან... იმ აფხაზეთიდან, 25 წელია სახელის მეტი, რომ არაფერი შემორჩენია. ბევრს ახსოვს როგორი იყო ადრე. გამორჩეულად ლამაზი იყო მაშინ. არსად ისეთი ლურჯი არ ყოფილა ზღვა, როგორც ჩვენთან. ხალხიც სხვანაირი...

დაწვრილებითDetails

გორდში ერთი კაცი ცხოვრობს…

by მეგა TV
მაისი 5, 2021
0
გორდში ერთი კაცი ცხოვრობს…
მოქალაქე ჟურნალისტი

გორდში ერთი კაცი ცხოვრობს. სახელად, შოთა. ეს კაცი მარტოხელაა . არავინ იცის სახლში როდის ათევს ღამეს, ან ათევს თუ არა. სულ დადის, მის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. დადის ზამთარში და ზაფხულში,...

დაწვრილებითDetails

გააგებინეთ სხვებსაც – ჩვენთან კარგია!

by მეგა TV
მარტი 2, 2021
0
გააგებინეთ სხვებსაც – ჩვენთან კარგია!
მოქალაქე ჟურნალისტი

ახლა, როცა ვწერ, ჩემთვის, სიბნელეში ვზივარ და მთვარის შუქით არეკლილ სივრცეს გავყურებ. იქ, სადღაც, ჰორიზონტის ბოლოს, ვარსკვლავი მოსწყდა და მეც სურვილი ჩავიფიქრე... მეზობლად ერთი დიდი ჟრიამული ისმის და მიხარია, ხოლმე....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"