ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ ფორმულას გადამღებ ჯგუფს გაუსწორდნენ ფიზიკურად.
ჟურნალისტი რატი წვერავა და ოპერატორი სულხან ელბაქიძე ერთ-ერთ სასულიერო პირთან ცდილობდნენ გასაუბრებას, რა დროსაც მათ გადაეღობნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ის ახალ პოლიციაშია გადაყვანილი გამოკითვაზე.
„რამდენიმე ათეული ადამიანი გამისწორდა ფიზიკურად. მონაწილეობდნენ სასულიერო პირებიც. კითხვის დასასმელად მივდიოდით. ახლა პოლიციის ავტომობილში ვართ. სრულად დამტვრეულია ინვენტარი, დაკარგული გვაქვს პირადი ნივთები, მხოლოდ მობილური ტელეფონი მაქვს. არ აინტერესებათ ჟურნალისტი ვიყავი თუ ვინ ვიყავი”, – ამბობს რატი წვერავა.