ათასობით ადამიანი ევაკუირებულია სამხრეთ საფრანგეთში ტყის ხანძრის გამო,რომელიც სენ-ტროპეს მახლობლად მძვინვარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას, საფრანგეთის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით aljazeera ავრცელებს.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია 750-მდე მეხანძრე და მაშველი თვითმფრინავი.
ხანძრის ქრობის სამუშაოებს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უშლის ხელს.
საფრანგეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის სწრაფად გავრცელებამ, რომელიც ორშაბათს გაჩნდა ხმელთაშუა ზღვის ქალაქ ტულონიდან დაახლოებით 100 კილომეტრში, უკვე გაანადგურა 3500 ჰექტარზე მეტი (8,600 ჰექტარი) ტყე და ბუჩქნარი.
ექსპერტების განცხადებით, ტყის მასიური ხანძრები მსოფლიოში გლობალური დათბობის შედეგია