„აზოვის” პოლკის თანადამფუძნებელი გიორგი ქუფარაშვილი:
„დიდი მოწიწებით და პატივისცემით მინდა მოვიკითხო ბატონი ენვერი. 2014 წელს ბატონი ენვერი რომ არ დამხმარებოდა.. ქართველმა ქართველი იპოვა…
ის ჯერ გაესაუბრა და აუხსნა, რისთვის იყვნენ საჭირონი და მერე გამოგზავნა თავისი ქარხნის, „აზოვსტალის” 200-მდე თანამშრომელი-მუშა და ცნობილი შიროკინოს თავდაცვითის ზღუდე შევქმენით.
ბატონი ენვერის ამ დახმარებამ ერთ-ერთი უდიდესი წვლილი ითამაშა მაშინ. მას რომ ეს დახმარება არ გაეწია და ეს ხალხი არ გამოეგზავნა, შეიძლება დღევანდელი უკრაინის ისტორია სხვანაირი ყოფილიყო..
და ამისთვის დიდი მადლობა მას”.
………..
„აზოვსტალის” დირექტორი ენვერ ცქიტიშვილი:
„მადლობა გიორგის ამ სიტყვებისთვის, რომ ახსოვს ეს და მადლობა „აზოვის” მთელ ბატალიონს.
2014 წელს, როცა შიროკინოს და მარიუპოლის ირგვლივ თავდაცვით ზღუდეს ვაგებდით, ჩვენს ხალხს „აზოვის” ბატალიონი იცავდა, მათ შორის გიორგი. არცერთი ადამიანი არ დაზარალებულა, არცერთი ჩვენგანი მაშინ.
ავაგეთ თავდაცვითი ზღუდე, რომლითაც გადავარჩინეთ მარიუპოლი და უკრაინაც!
მე ვიცი, ვინ არის გიორგი!
ჩემთან, „აზოვსტალში”, კაბინეტში იყვნენ გიორგი, ანდრეი ბილეცკი, ვადიმ ტროიანი.. მაშინ არავინ ვიცოდით, როგორ მოვიქცეოდით.. მოვითათბირეთ და გადავწვიტეთ, რომ თვითონ, ჩვენი ძალებით აგვეგო თავდაცვითი ზღუდეები..
ჩვენ ორი კვირის განმავლობაში, 24 საათი ვმუშაობდით, „აზოვის” ბატალიონი კი გვიცავდა.
მადლობა გიორგის!
ახლა „აზოვსტალის” ტერიტორიაზე ნამდვილი გმირები არიან! „აზოვის” ბატალიონი.. გმირები, რომელთა სახელები მარმარილოს დაფებზე უნდა ამოვტვიფროთ და ჩვენს გულებშიც..
60 დღეზე მეტია „აზოვი” გამაგრებულია ამ ტერიტორიაზე და თავის თავზე იღებს მთელ დარტყმას, თავის თავზე ჰყავს გადართული ათასობით რუსი ჯარისკაცი და დიდი რაოდენობით რუსული ტექნიკა. ეს კი უიოლებს უკრაინას ომს სხვა ფრონტებზე.
„აზოვსტალმა” გაუძლო იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე გათვლილი იყო მისი გამძლეობა.
„აზოველებს” და იმ ადამიანებს, ვინც იქ არიან, შველით ორი რამ:
ერთი – გაუტეხელი სული! ისინი უკრაინის არცერთ გოჯ მიწას არ დათმობენ!
და მეორე – ის, რომ შენობები, რომლებიც მიწისქვეშა თავშესაფრებზე იდგა და დაინგრა, ზევიდან საფარად იქცა ამ თავშესაფრებისთვის.
ამან დრო მისცა „აზოვის” ბატალიონს.
განვმეორდები: „აზოვის” და იმ ხალხის სული, ვინც ახლა იქაა, მათ შორის, ბავშვებისაც, არის გაუტეხელი!
მე ასეთი რამის წარმოდგენაც კი არ შემეძლო..
თვითმფრინავები 15-20 წუთიანი ინტერვალით ბომბავდნენ „აზოვსტალს” 3-5 ტონიანი ბომბებით.. ყოველ 15-20 წუთში ბომბავდნენ.. ეს არის უზარმაზარი სიმძლავრის ბომბები..
ადამიანები, ვინც იქ არიან, უკვე იქცნენ უკვდავებად!
ისინი არასდროს დაგვავიწყდება!
მათ რუსული არმიის 20 000-იანი დაჯგუფება უტევს და მაინც ვერ იღებენ მარიუპოლს!
რუსეთს უკვე წაგებული აქვს ეს ომი, უბრალოდ, ჯერ ვერ მიმხვდარან.. აი, როცა განადგურდებიან, მერე მიხვდებიან!.. ჩვენ გავანადგურებთ და გავაგებინებთ ამას!
თავისუფლება სხვანაირად არ მოდის!”
წყარო:ინტერვიუ ტვ პირველთან.