LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აზარტული თამაშის რეკლამის განთავსება შესაძლოა, 10 ათასი ლარით დაჯარიმდეს

აზარტული თამაშის რეკლამის განთავსება შესაძლოა, 10 ათასი ლარით დაჯარიმდეს

დაპოსტა 2019/10/31-ში
A A
67
ნახვა
გაზიარება

ტრანსპორტზე, ბანერებზე, მედიაში აზარტული თამაშის რეკლამის განთავსება შესაძლოა, 10 ათასი ლარით დაჯარიმდეს.

აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში ახალი კანონპროექტი წარადგინა.

კერძოდ, პროექტის თანახმად, კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც დაარეგულირებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის საკითხს.

„კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა სატრანსპორტო საშუალებისა (სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო) და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით. ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტით აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობისათვის განკუთვნილ შენობა ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომელიც აღემატება 10 კვადრატული მეტრ ფართობს,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება სანქცია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, აზარტული/მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლისა და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისთვის 10 000 ლარის ოდენობით. ხოლო დაჯარიმების საფუძვლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება (წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით) ყოველ 1 თვეში.

შეგახსენებთ, რომ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით, ლევან გოგიჩაიშვილისა და სხვა დეპუტატების მიერ მომზადებულ წინა კანონპროექტს, მიმდინარე წლის აპრილში პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

ცნობისთვის, საქართველოში 2018 წელს ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან 5 სათამაშო ბიზნესი იყო. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მათ შორის, 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.

 

bpn.ge

თეგები: აზარტული თამაშებიაკრძალვაკანონირეკლამა
გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

“ლევანმა უთხრა ადგილების მეტი რა არის…”- რა დეტალები ხდება ცნობილი ისანში მომხდარ მკვლელობაზე

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
“ლევანმა უთხრა ადგილების მეტი რა არის…”- რა დეტალები ხდება ცნობილი ისანში მომხდარ მკვლელობაზე
მთავარი

ისან­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად, მა­მა­კაც­მა სა­კუ­თა­რი მე­ზო­ბე­ლი მოკ­ლა. ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე­საც. ის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მას გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ და­ა­კა­ვე­ბენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტი პარ­კინ­გის ად­გი­ლის გამო მოხ­და და...

დაწვრილებითDetails

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ხანძარი საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
თურქეთში, იზმირის პროვინციაში ხანძარი საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა
მთავარი

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ძლიერ ხანძარს ებრძვინ, რომელიც საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული. თურქეთის ხელისუფლებამ ეგეოსის ზღვის კურორტ ჩეშმესთან მიმავალი რამდენიმე გზა გადაკეტა. თურქეთის დასავლეთით გაჩენილმა ხანძრებმა...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – ვალუტის კურსი

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7195 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7195 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7203 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რა მოიმოქმედა Puff Daddy-მ განაჩენის გამოცხადების შემდეგ

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
Puff Diddy-ის საქმეს 25 არასრულწლოვანის სარჩელი შეემატა
მთავარი

შონ “დიდი” ქომბსი დამნაშავედ ცნეს ქალების პროსტიტუციისათვის ტრანსპორტირების ორგანიზებაში, თუმცა ბოლო წლების ყველაზე გახმაურებულ საქმეში რეპერმა სამი ყველაზე მძიმე ბრალდების - სექს-ტრეფიკინგის ორი შემთხვევისა და რეკეტის - თავიდან აცილება მოახერხა....

დაწვრილებითDetails

21 წლის გიორგი მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
21 წლის გიორგი მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მთავარი

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი მინდაძეს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციისთვის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა,...

დაწვრილებითDetails

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
მთავარი

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. „ამ წუთებში საგამოცდო ცენტრებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია მიმდინარეობს. დარეგისტრირებულ აბიტურიენტებთან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-მდე გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა. ხვალ...

დაწვრილებითDetails

რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად ივნისში

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
რომელი პროდუქტები გაიაფდა ყველაზე მეტად
ეკონომიკა

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0 % შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მიხედვთ, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივნისში,...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "კირნათის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 1995 წ. დაბადებული ე.ქ, 1969 წ. დაბადებული ჰ.ნ....

დაწვრილებითDetails

იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო ხუთი ადამიანია დაღუპული

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო ხუთი ადამიანია დაღუპული
მთავარი

იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო, ბოლო მონაცემებით, ხუთი ადამიანია დაღუპული, მათგან ორი 75 და 60 წლის იყო. გენუაში, 85 წლის მამაკაცი გულის უკმარისობით საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გარდაიცვალა , სადაც ის...

დაწვრილებითDetails

რამდენ ხანს ინახება ხორცი მაცივარში – რჩევები

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა -საქსტატი
მთავარი

ექსპერტების თქმით, ხანგრძლივი შენახვის შემდეგ ხორცი კარგავს როგორც სასარგებლო, ისე გემოვნურ თვისებებს. საყინულე ნამდვილად გვეხმარება პროდუქტების უფრო ხანგრძლივად შენახვაში, ვიდრე მაცივარი. თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი ფაქტი: ყველა პროდუქტს აქვს საკუთარი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"