პირველი ავღანელი ქალი პოლიტიკოსი ფაუზია ყუფი, რომელიც ქვეყნის პარლამენტის ვიცე სპიკერის პოსტს იკავებდა და პრეზიდენტობის ერთადერთი ქალი კანდიდატი იყო, ყატარში გაიქცა.
იგი შინაპატიმრობაში მას შემდეგ იმყოფებოდა, რაც ხელისუფლება “თალიბებმა” ჩაიგდეს ხელში.
“მოხარულები ვართ, რომ ფაუზია ყატარის სამხედრო საჰაერო ძალების რეისით დაეშვა, რათა ორ ქალიშვილთან გაერთიანებულიყო, რომელთა ევაკუაცია ყატარში მანამდე განხორციელდა.
მადლობა ყველას ავღანეთში, ვინც ამაში მონაწილეობდა”, – განაცხადეს ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
თავად ყუფი აცხადებს, რომ ვითარება ავღანეთში ახლა ისეთია, რომ ბევრის აზრით, იქ დარჩენა უსაფრთხო არაა. ამასთან, ქალმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება და ქალების უფლებების დაცვას განაგრძობს.
ცნობისთვის, საინფორმაციო ქსელ TOLO-ს წამყვანი, ავღანელი ჟურნალისტი ბეჰეშთა არგჰანდი, რომელმაც მანამდე რადიკალური მოძრაობა “თალიბანი” მაღალჩინოსანთან ინტერვიუ ჩაწერა, ქვეყნიდან გაიქცა.