ქუთაისში ავტოქახნის დასახლებაში ხანძარია. ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე 18 ნომერში ცეცხლი კორპუსის მესამე სადარბაზოში გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და 3 სახანძრო ავტომობილი.
როგორც საგანგებო სიტუაციბის სამსახურში აცხადებენ ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა. მათივე თქმით ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.