ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ნინიგორში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ერთმანეთს სწრაფად მოძრავი “ოპელისა” და “მერსედერსის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
ისინი ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.