ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
„ადგილზე მისულებს დაგვხვდა ერთი დაზარალებული და სამწუხაროდ, ერთი გარდაცვლილი. დაზარალებულს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მისი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და ამიტომ მან უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე,“- განაცხადა სასწრაფო-დახმარების მორიგე ექიმმა, ქრისტინე დანელიამ.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია