“თბილისი პრაიდის” ოფისის დარბევისთვის ბრალდებულებს, ალიკა ალაზოვს, გიორგი ოძელაშვილსა და გიორგი ელიზბარაშვილს სასამართლოამ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატები მათ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
გამოძიება ბრალდებულების მიმართ 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევას გულისხმობს.
რედიკალური ჯგუფის წარმომადგენლები “თბილისი პრაიდის” ოფისში 5 ივლისს შეიჭრნენ და დაარბიეს.